ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

განცხადება

თარიღი: 2018-03-06

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, აცხადებს ღია კონკურსს (შემდგომში - კონკურსი) სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარელის და დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებების უფროსების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

სამუშაოს მოკლე აღწერილობა:

• განყოფილების საქმიანობის წარმართვა, ხელმძღვანელობა და კონტროლი;
• სახელმწიფო გასაცემლების, სოციალური დახმარებების, მეურვეობისა და მზრუნველობის, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმებისა და სხვა სახელმწიფო სოციალური პროგრამების ადმინისტრირება;
• სააგენტოს მოქმედი დებულების მოთხოვნების სრული დაცვით, განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების, ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

1. განათლება: უმაღლესი
2. სოციალურ სფეროში ან/და საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
3. სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
4. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
5. რეკომენდატორები;
6. სამოტივაციო წერილი.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

1. რეზუმე (CV);
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
3. სოციალურ სფეროში ან/და საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. სამოტივაციო წერილი;
5. რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტების წარმოდენის ვადა:

კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობისათვის, 2018 წლის 6 მარტიდან 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ssa.gov.ge-ზე.
ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი წერილის სათაურში აუცილებლად უნდა მიეთითოს ვაკანტური თანამდებობის დასახელება (რაიონული განყოფილების მითითებით)

სამართლებრივი აქტების ძირითადი დებულებების, პრინციპების ცოდნა:

• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს შრომის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონი;
• სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი;
• პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
• სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონი;
• შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონი;
• სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონი;
• ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონი;
• საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონი;
• ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მეხუთე წიგნი - საოჯახო სამართალი, მეორე და მესამე კარი - 1187-13053 მუხლები (გარდა 1232, 1233, 1234, 1235, 1236, 1237 და 1238 მუხლებისა);
• "საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
• სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილება;
• „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილება;
• „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N262 დადგენილება;
• სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ " საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება;
• სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილება;
• „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილება;
• "საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა დასაქართველოსშრომისბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N 732 დადგენილება.
• მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანება;
• სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანება;
• „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანება;
• შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანება;
• მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანება;
• სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანება;
• შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება";

კონკურსის ეტაპები:

• I ეტაპი - კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
• II ეტაპი - კანდიდატის შეფასება (ტესტირება და გასაუბრება);
• III ეტაპი - კონკურსის დასრულება

 

დამატებითი ინფორმაცია:

გასაუბრებაზე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომი) ორიგინალები.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა:

ტესტირების ქულების მინიმალური ზღვარი - 60 კითხვიდან 45 და მეტი სწორი პასუხი - 75%.
გასაუბრების ქულების მინიმალური ზღვარი - 60 %.

კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის მეშვეობით და კანდიდატს ეცნობება განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.

საკონკურსო კომისიის მისამართი: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N144

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti