ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიში

თარიღი: 2017-12-22

საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია"-ში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის 2017 წლის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. შემაჯამებელი კონფერენციის მიზანი საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა იყო.

წლის შემაჯამებელი კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ გახსნა. ანგარიში კი დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა-მარი ბეზარაშვილმა გააცნო საზოგადოებას. კონფერენციაზე მოწვეულინი იყვნენ პარტნიორი სამინისტროების,სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამისა" და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" თანახმად, სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს: საშუამავლო მომსახურება სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებები, დასაქმების ფორუმები, პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება, მომზადება - გადამზადების პროგრამა, სუბსიდირების პროგრამა სტაჟირების პროგრამა და სხვა.

2017 წლის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურებათა გამოყენებით, ჯამში 1800-მდე ადამიანი დასაქმდა, მათ შორის -102 შშმპ.
საშუამავლო მომსახურების მიწოდების შედეგად 2017 წელს დასაქმებულია 372 სამუშაოს მაძიებელი, მომზადება - გადამზადებისა პროგრამის ფარგლებში- 463 ადამიანი. სამუშაო ადგილების სუბსიდირების პროგრამით დასაქმდა - 22 ადამიანი.

გასულ წელს ჩამოყალიბდა მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფი, რომელიც თითქმის ყველა რეგიონში ეხმარება შშმ პირებს შრომით ბაზარზე გააქტიურებაში. წელს ამ სერვისის დახმარებით 44 შშმპ დასაქმდა.

2017 წელს სოციალური მომსახურების სააგენტომ სხვადასხვა ორგანიზაციასთან პარტნიორობით დასაქმების 14 ფორუმი ჩაატარა. ფორუმების მეშვეობით დასაქმებულთა მონიტორინგი კიდევ გრძელდება.

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე სულ რეგისტრირებულია -134 226 სამუშაოს მაძიებელი, ასევე სისტემაში დარეგისტრირებულია 4715 თავისუფალი სამუშაო ადგილი.

საანგარიშო ღონისძიებაზე სოციალური მომსახურების სააგენტომ საუკეთესო პარტნიორები და საუკეთესო დამსაქმებლები დააჯილდოვა. სააგენტოსთვის წლის განმავლობაში გაწეული თანამშრომლობისთვის სიგელები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ: „world vision- საქართველოს", კერძო კოლეჯს- „საქართველოს ბიზნეს-აკადემიას", სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯს ახალციხიდან „ოპიზარი", მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას და რადიო იმედის გადაცემას "დილის სამინისტროს". საუკეთესო დამსაქმებლები გახდნენ- „გუდვილი", „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი", თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გურიიდან - „ელმარლ იენდკომპანი", სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ჰაპო" კახეთიდან და ავეჯის საწარმო- შპს „მადერა" იმერეთიდან.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ