ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

დასაქმების ფორუმი ბილტმორში

თარიღი: 2017-12-08

დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე-14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა.
სააგენტომ SMS შეტყობინება დასაქმების ფორუმის შესახებ 26 000 სამუშაოს მაძიებელს გაუგზავნა. ფორუმი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, დღევანდელ ფორუმზე რეგისტრაცია გაიარა 2000-მდე მოქალაქემ. უშუალოდ ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოქმედმა 60-ზე მეტმა კომპანიამ. მათ წარმოადგინეს 400-მდე პოზიცია და 1000-ზე მეტი აქტიური ვაკანსია: მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებიდან.

წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე დამსაქმებელმა კომპანიებმა მრავალფეროვანი ვაკანსიები წარმოადგინეს სხვადასხვა სფეროდან: პროექტის მენეჯერი, ოპერატორ-ტექნიკოსი, გაყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი, მაღაზიის მენეჯერი, ტექნიკოსი, ტრანსპორტის სპეციალისტი, ხაზინის სპეციალისტი, მარაგების მართვის უფროსი, უსაფრთხოების ადმინისტრატორი, შიდა აუდიტორი, საწყობის თანამშრომელი, IT სპეციალისტი, სექტორის მენეჯერი, მიმღები ოპერატორი, პერსონალური მენეჯერი, მონიტორინგის მენეჯერი, ფილიალის მენეჯერი, უფროსი პროგრამისტი, სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი, კურიერი, მძღოლი, ენერგეტიკოსი, მერჩენდაიზერი და სხვა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამონაწილეობით და ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით 2017 წელს 12 დასაქმების ფორუმი და 1 დასაქმების ფესტივალი ჩატარდა. მე-14 ფორუმი, კი რომელიც „ბილტმორში" ჩატარდა უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული. ფორუმი განკუთვნილია პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული კურსდამთავრებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემაში worknet.gov.ge -ზე დარეგისტირებული სამუშაოს მაძიებლებისათვის.

ასევე, დღევანდელ ფორუმზე სტაჟირების პროგრამები წარმოადგინეს პროფესიულმა კოლეჯებმა. ფორუმზე კოლეჯებმა: „იკაროსმა", „ახალმა ტალღამ" და „აისმა" მათი ნამუშევრების პრეზენტაცია შეძლეს. კოლეჯებს ხანგრძლივი თანამშრომლობის პრაქტიკა აქვთ სააგენტოსთან და მუდმივად მონაწილეობენ ფორუმებში. კოლეჯებში გადამზადებულ მოქალაქეებს მიეცათ საშუალება, უკვე მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით წარმდგარიყვნენ დამსაქმებლების წინაშე.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti