canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების პროექტის შეჯამება

თარიღი: 2017-09-13

დღეს სასტუმრო „იოტაში" „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება" პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ, განათლებისა განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლია კილაძემ და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხების გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დენიელსონმა პროექტი შეაჯამეს. ცენტრმა საბოლოო შედეგებიც წარმოადგინა,

ღონისძიების ბოლოს კი, საუკეთესო დამსაქმებლებიც დააჯილდოვეს. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება" პროექტის ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის" ერთობლივი ძალისხმევით მოწყვლადი ჯგუფებისთვის რთული და მასშტაბური სამუშაო შესრულდა.

სულ, პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონში 8 ერთობლივი დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც 165-მა დამსაქმებელმა და 395-მა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა, მნიშვნელოვანია, რომ მსურველებისთვის ასევე განხორციელდა 3 ტრენინგი. შედეგად, ამ ეტაპზე პროექტის დახმარებით, სულ 31 შშმ პირი დასაქმდა. ორგანიზაციის სპეციალისტებთან მომზადდა სოციალური მომსახურების სააგენტოს თერთმეტივე მხარდაჭერი დასაქმების სპეციალისტი, შეიქმნა დასაქმების მსურველი მოწყვლადი ჯგუფების მონაცემთა ბაზა, რამაც ხელი შეუწყო სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალისტების მუშაობის ეფექტურობის გაზრდას და მათ პროფესიულ განვითარებას.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, პროექტის ფარგლებში, მიღწეული შედეგები შენარჩუნდება, შემუშავებული მექანიზმები კიდევ უფრო განვითარდება და დაიხვეწება, ხოლო ჩვენს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება და უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს" - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari