canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება

თარიღი: 2017-08-31

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელსა და ზოგიერთ მედია-საშუალებაში სოციალური მომსახურების სააგენტოს აშკარა დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რასაც მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი აქვს. სააგენტოს არაერთხელ გაუკეთებია განმარტება სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების შინამეურნეობების გადამოწმების მეთოდოლოგიაზე, ფულადი სოციალური დახმარების გაცემის ადმინისტრირებაზე  და ყველა სიახლეზე, რომელიც  ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების საკითხს ეხება. ზოგ შემთხვევაში მოქალაქეთათვის, მართლაც რთულად აღსაქმელია პროგრამის ცალკეული დეტალი, სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ განვმარტოთ პროგრამის არსი.

2015 წლის მაისიდან სოციალურად დაუცველთა შეფასების მეთოდოლოგია შეიცვალა. ცვლილება შეეხო დეკლარაციაში მოცემულ ცვლადებს ანუ საინფორმაციო მონაცემებს ,რომელიც ოჯახის მიერ ივსება, შეიცვალა ამ ცვლადების (მონაცემების) გავლენა ქულის ზოგადი დაანგარიშებისას. მაგალითად, ოჯახის შრომისუნარიან წევრს ან კომუნალურ გადასახადს მეტი გავლენა აქვს ქულის ფორმირებისას, ვიდრე ძველ მეთოდოლოგიაში ჰქონდა. ასევე შეიცვალა  ადმინისტრირება, მოხდა ქულების დიფერენციაცია, აიწია ზედა ზღვარი  57 000 ქულიდან 65 000-მდე და ა.შ. 

ახალი მეთოდოლოგია სრულიად თავისუფალია სუბიექტური ფაქტორებისაგან, პროგრამიდან ამოღებულია და ქულის დათვლაში არ მონაწილეობს არც აგენტის სუბიექტური შეფასება, არც ადგილობრივი თვითმმართველობების  შუამდგომლობები, რაც გასულ წლებში დანერგილი საკმაოდ მანკიერი პრაქტიკა იყო.  როცა  ხშირად მართლაც აგენტის სუბიექტური შეფასებით ხდებოდა ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭება. დღეს სოცაგენტი  დეკლარაციაში აღნუსხავს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რასაც თავად ოჯახის წევრები აწვდიან. შევსებულ დეკლარაციას კი  ხელს აწერს და ადასტურებს თავად ოჯახის უფლებამოსილი პირი.

ამასთან ერთად, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მონაცემებს ადარებენ სხვადასხვა უწყების ბაზებიდან მიღებულ ინფორმაციას - მაგალითად, საჯარო რეესტრის მონაცემებს (პირების სახელზე გაფორმებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით) შემოსავლების სამსახურის მონაცემებს (ლეგალური შემოსავლის შესახებ), შსს-ს მომსახურების სააგენტოს მონაცემებს (პირების სახელზე გაფორმებულ ავტომანქანებთან დაკავშირებით), საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბაზებს (საზღვრის გადაკვეთის შესახებ),  ენერგოკომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას  (კომუნალური ხარჯების შესახებ) და ა.შ.

შესაბამისად, მინიმუმამდეა დაყვანილი ოჯახის მხრიდან სახელმწიფოსათვის რაიმე ტიპის ინფორმაციის დამალვის ალბათობა და რაც მთავარია, სარეიტინგო ქულა ითვლება სწორედ ამ ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით - სპეციალური პროგრამის მეშვეობით და არა ვინმეს სუბიექტური გადაწყვეტილებით. სააგენტოს არც ერთ თანამშრომელს, მათ შორის, არც ხელმძღვანელობას არ გააჩნია ბერკეტი - ხელოვნურად მოახდინოს გავლენა სარეიტინგო ქულის დათვლაზე.

როგორც მოგეხსენებათ, დეკლარაციაში აღარ იწერება საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პირველადი მოხმარების ნივთები. თუმცა ქულის დათვლაზე, რასაკვირველია, მოქმედებს ოჯახის შრომისუნარიანი წევრი, უმაღლესი განათლების მქონე პირები, ასევე ოჯახის შემოსავლები, შინამეურნეობის არსებობა, შემოსავლის მომტანი ქონება, კომუნალური ხარჯები და ოჯახის ზოგადი შემადგენლობა.

ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სრული გადამოწმება ივლისის თვეში დასრულდა. სააგენტომ სულ  527 000 ოჯახი გადაამოწმა, აღსანიშნავია რომ  მათგან 87 748 ოჯახი პირველადი განაცხადის საფუძველზე გადამოწმდა - ანუ ეს ოჯახები მანამდე საერთოდ არ იყვნენ რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მათგან 31 738 ოჯახი პირველად გახდა საარსებო შემწეობის  მიმღები. ივლისის მონაცემებით საარსებო შემწეობას 457 000 პირი იღებს. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იცვლება - ზოგჯერ იმატებს და ზოგჯერ იკლებს. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ავტომატური პროცესია, რომელიც თვითდინებით მიდის და არავის გააჩნია პროცესებზე ხელოვნური გავლენის ბერკეტი.   

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ახალი მეთოდოლოგია უკეთ ხედავს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს. საარსებო შემწეობის თანხასთან ერთად ბავშვიანი ოჯახები 100 000 ქულის ქვემოთ ბავშვის ბენეფიტსაც იღებენ და იგივე ოჯახები საარსებო შემწეობის  მიმღებებიც არიან.

დღეს სოციალურ დახმარებას იღებს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 13.0%, რაც საერთაშორისო გამოცდილებით დაფარვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სახელმწიფო სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ფულადი საარსებო შემწეობებისათვის ყოველთვიურად 22-23 მილიონ ლარს ხარჯავს.

მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით ბოლო წლებში უკიდურესი სიღარიბე 15%-ით შემცირდა.  გაეროს ბავშვთა ფონდი კი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას. ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც 2015 წლის შედეგებს ასახავს, დადებითი ტენდენციაა სიღარიბის დონის შემცირების კუთხით - ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 6%-დან (2013 წ.) 2,5%-მდე (2015წ.), ხოლო მოსახლეობის უკიდურესი სიღარიბე 3,9%-დან (2013 წ.) 2,1%-მდე შემცირდა, ბავშვთა ზოგადი სიღარიბე 28,4%-დან (2013 წ.) 21,7%-მდე, მოსახლეობის ზოგადი სიღარიბე კი 24,6%-დან (2013 წ.) 18,4%-მდე შემცირდა.

მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს  უნივერსალურია  პროგრამა, რომელიც ბაზაში რეგისტრირებული  ყველა ოჯახის საჭიროებას ერთნაირად ხედავს,  მაგრამ ქვეყანაში დღეს მოქმედი მეთოდოლოგია თავისუფალია პოლიტიკური და სუბიექტური გავლენებისაგან   და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით ერთ-ერთ მოწინავე და პროგრესული სახელმწიფო პროგრამაა.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari