canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს, მათ შორის ქართველ ვეტერანებს 2500 ევროს კომპენსაციას გადაუხდის

თარიღი: 2017-08-16

გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს, მათ შორის ქართველ ვეტერანებს 2500 ევროს კომპენსაციას გადაუხდის

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას.

2015 წლის 21 მაისს გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილმა საბჭოთა კავშირის ტყვეებმა უნდა მიიღონ სიმბოლურად ფინანსური დახმარება. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომელნიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში პატიმრობაში იმყოფებოდნენ 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 8 მაისამდე, შეუძლიათ მიიღონ ერთჯერადი დახმარება 2500 ევროს ოდენობით. შემწეობაზე, რომელიც შესაბამისი განაცხადის გაკეთების გზით გაიცემა, არ არსებობს სამართლებრივი პრეტენზიის საფუძველი, არ შეიძლება უფლების მესამე პირისთვის გადაცემა, ასევე დაუშვებელია მისი მემკვიდრეობით გადაცემა. მხოლოდ თავად, დაზარალებულს ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შეუძლია განცხადების დაყენება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 სექტემბერი.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

http://www.bund.de/Content/DE/Home/homepage_node.html

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari