canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტომ ახალციხეში 7-8 ივლისს მედია-სემინარი ჩაატარა

თარიღი: 2017-07-10

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ქ. ახალციხეში მედია-სემინარი „დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ 2017 წელს განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებები და აქტივობები" ჩატარდა.

ორდღიან სემინარს მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე შეჯამდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის პირველ ნახევარში შესრულებული სამუშაო. მონაწილეებმა განიხილეს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარება - სამუშაოს მაძიებლებზე ორიენტირებული მომსახურების ახალი მოდელი, იხილეს პრეზენტაციები 2017 წლის პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების (სტაჟირების) პროგრამის შესახებ, ისაუბრეს დასაქმების ხელშეწყობის აქტივობებზე, ორგანიზებულ ფორუმებსა და დამსაქმებლებზე.

ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ინფორმაცია უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სერვისებზე, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერით დასაქმებაზე.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari