canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

უკრაინული დელეგაციის სტუმრობა

თარიღი: 2017-07-06

დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლა.

თბილისში უცხოელების სტუმრობის მიზანი, ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილების გაზიარება იყო. ქართულმა მხარემ, სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, განხორციელებულ რეფორმებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით 2005 წლიდან ხორციელდება.

მრავალრიცხოვან დელეგაციაში იყვნენ: უკრაინის ბავშვთა ომბუდსმენი, ასევე, უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ვიცე გუბერნატორები, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.

ქართული მხარე მოხარულია, რომ უკრაინულმა დელეგაციამ ასეთი დაინტერესება გამოხატა.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვზე ზრუნვის სერვისების მხრივ, საქართველოს მართლაც აქვს ძალიან პოზიტიური გამოცდილება რეგიონში.

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს დეინსტიტუციონალიზაცია წარმოადგენს, რაც გულისხმობს ბავშვთა დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებებიდან ბავშვების გადაყვანას მცირე ზომის ალტერნატიული ზრუნვის ფორმებში და ბავშვთა სახლების ეტაპობრივ ჩანაცვლებას ალტერნატიული სერვისებით. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი დიდი ზომის ბავშვთა სახლი, გარდა შშმ ბავშვთა 2 სახლისა.

უკრაინული დელეგაციის სასწავლო ვიზიტი თბილისში 2 დღე გაგრძელდება.
დელეგატებს აინტერესებთ: ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი; ბავშვებისათვის პალიატიური მზრუნველობის და ადრეული ინტერვენციის სერვისების მიწოდება; ქმედუუნარო ბავშვის ოჯახებისთვის ახალი სერვისების შემუშავება.

საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვების ბიოლოგიურ გარემოში აღზრდა, ბავშვთა მიტოვების პრევენცია, ოჯახების გაძლიერება, მათთვის დამხმარე სერვისების განვითარება და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისათვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემოს შექმნა.

სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად მუდმივ რეჟიმში მუშაობს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასა და ახალი სერვისების განვითარებაზე. ყოველ ეტაპზე ახალი გამოწვევებია და რეფორმაში ჩართული სტრუქტურები ცდილობენ ადეკვატურად უპასუხონ ამ გამოწვევებს.

ყოველწლიურად იზრდება და იხვეწება პროგრამები, რომლებიც შშმ ბავშვების კეთილდღეობასა და განვითარებას ეხება. ამ მიმართულებით მუშავდება ახალი პროტოკოლები, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ჩვენს ქვეყანაშიც, ისევე როგორც ბევრ მეზობელ ქვეყანაში სერიოზულ გამოწვევად რჩება ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, ოჯახში და ბავშვზე ძალადობის პრევენცია. 2016 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობის N437 დადგენილებით დამტკიცდა ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები'', რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მიმართულებით. შეხვედრაზე საქართველოს ბავშვთა კეთილდღეობის სფერო მიმოიხილეს, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ბავშვთა მიმართ ძალადობის მიმართვიანობის პროცედურებზე.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari