canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

შშმპ დასაქმების ფორუმი თელავში

თარიღი: 2017-06-16

16 ივნისს, 13:00 სთ – დან 16:00 სთ – მდე თელავში, ნადიკვარის ტერასაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დასაქმების ფორუმი ჩატარდა, სადაც 50 – ზე მეტ სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს  საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა კერძო სექტორის 17 პოტენციურ დამსაქმებელს. დროთა განმავლობაში, რეგიონებში გამართული ფორუმების შედეგად, დასაქმების ფორუმი ჩამოყალიბდა, როგორც წარმატებული ქსელური პლატფორმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და კერძო სექტორის დამაკავშირებელი რგოლი.

 

დასაქმების ფორუმზე თელავში მოქმედმა მსხვილმა და საშუალო ზომის საწარმოს ხელმძღვანელებმა სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვაკანსიები და სტაჟირების პროგრამები შესთავაზეს. 50 – ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დაესწრო ამ ფორუმს და მათ საშუალება ჰქონდათ პირდაპირი კომუნიკაცია დაემყარებინათ პოტენციურ დამსაქმებლებთან. 

 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი ნათია ქარჩაიძე სიტყვით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე.

 

დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო 17–მა ორგანიზაციამ, მათ შორის იყვნენ: რითეილ გრუპ ჯორჯია (Retail Group Georgia), თელავის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ყვარელის მუნიციპალიტეტი, სამედიცინო ცენტრი „Khakhetie Yonne”, სასტუმრო და რესტორანი ალაზნის ველი (Alazani Valley Hotel and Restaurant) და სხვა.

 

თელავის დასაქმების ფორუმი განხორციელდა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან პარტნიორობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება  და ლობირება“ ფარგლებში.  პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ტრენინგების და დასაქმების გზით. პროექტი ასევე ემსახურება პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის  პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმანციის შემცირებას და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari