canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ISSA-ს პირველი საერთაშორისო სემინარი საქართველოში

თარიღი: 2017-04-13

2017 წლის 11-13 აპრილს, თბილისში, სოციალური მომსახურების სააგენტომ და სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციამ (ISSA) წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის  პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა თემაზე „კომუნიკაცია სოციალური დაცვის ადმინისტრაციაში".

ღონისძიების მიზანი ISSA-ს მიერ სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტებისთვის შექმნილი კომუნიკაციის სახელმძღვანელოს გაცნობა,  სახელმძღვანელოში წარმოდგენილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოწყობის მოდელების, მუშაობის პრინციპების, მეთოდოლოგიის, ინსტრუმენტების შესახებ მსჯელობა და გამოცდილების გაზიარება იყო. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასოციაციის 7 წევრი ორგანიზაციის, 14-მა წარმომადგენელმა, 6 ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, მოლდოვა, ლატვია, რუსეთი, ბულგარეთი და საქართველო).

შეხვედრა, 11 აპრილს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოსახლეობისთვის სერვისების ხარისხიანად და დროულად მიწოდებაში. ამიტომ, კომუნიკაციის მეთოდოლოგიის და ინსტრუმენტების განვითარება, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობაში ჩართული თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია.

სამუშაო შეხვედრებზე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული.

შეხვედრას უძღვებოდნენ ISSA-ის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბელოპოვსკი და ამ ორგანიზაციის აკადემიის კომუნიკაციის ექსპერტი სოსო გალუმაშვილი. შეხვედრებზე განხილული იყო კომუნიკაციის ახალი სისტემების დანერგვის, მართვის და განხორციელების, ასევე არსებული სისტემების მოტივირების და განახლების გზები. მონაწილეების მიერ შემუშავებული და პრეზენტაციის სახით წარმოდგენილ იქნა მასობრივი კომუნიკაციის გეგმები და პრობლემატური საკითხები, რომლებიც განიხილებოდა დისკუსიის ფორმატში.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari