canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (ISSA) კომისიების მე-11 ფორუმის მუშაობაში მიღო მონაწილეობა

თარიღი: 2017-03-03

სოციალური მომსახურების სააგენტო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ISSA-თან. გაწევრიანების შემდეგ, ასოციაციის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის წარდგინებით, ასოციაციის ბიურომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ასოციაციის ჯანდაცვის კომისიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩია. იგი ასოციაციის კომისიების მე-11 ფორუმში, რომელიც მიმდინარე წლის 2 და 3 მარტს ქ. ჟენევაში ჩატარდა, მონაწილეობას სწორედ ამ რანგში იღებდა.

ფორუმის მიზანი, საერთაშორისო ასოციაციის 2017-2019 წლების აქტივობათა პროგრამისა და ბიუჯეტის შესაბამისად, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და სამუშაო გეგმის დამტკიცება იყო. ასოციაციის სამდივნოს და კომისიების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სხვა რიგ აქტივობებთან ერთად, დაიგეგმა სოციალური დაცვის სფეროში არსებული, გაიდლაინების გადახედვა, მათი განახლების მიზნით.

ამის გარდა, განისაზღვრა ის ძირითადი სტრატგიული მიმართულებები, რომლებიც ყველაზე დიდ გამოწვევებს წარმოშობს სოციალური დაცვის უწყებებისათვის მსოფლიოს მასშტაბით და დაიგეგმა ამ გამოწვევებთან გამკლავების ზომებზე მუშაობის გეგმა.

ISSA 1927 წელს ჩამოყალიბდა. იგი დღეს 158 ქვეყნის 334 სოციალური დაცვის ინსტიტუტს აერთიანებს და სოციალური დაცვის სფეროში მსოფლიოში ლიდერ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს. ასოციაციის მიზანია, სოციალური დაცვის სფეროს განვითარებაზე ზრუნვა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, უპირველეს ყოვლისა, ტექნოლოგიების და ადმინისტრირების გაუმჯობესების მეშვეობით.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatları dikmen escort