mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

დასაქმების ფორუმი რუსთავში

თარიღი: 2017-02-08

დღეს, 8 თებერვალს, კომპანია „რუსთავის წყალმა" სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელშეწყობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალურ თეატრში დასაქმების ფორუმი გამართა. ფორუმის მიზანი იყო: ტექნიკური, კომერციული და ადმინისტრაციული მიმართულებებით ახალი კადრების მოზიდვა და შერჩევა. შედეგად, კომპანია „რუსთავის წყალში" 50 კანდიდატი დასაქმდება. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის თანამშრომლები ფორუმის ორგანიზებაში სამი მიმართულებით მუშაობდნენ. დასაქმების პორტალზე worknet.gov.ge დარეგისტრირებულ 2500-ზე მეტ სამუშაოს მაძიებელს, ვისაც სამუშაო ადგილად ქალაქი რუსთავი ჰქონდა მითითებული, დასაქმების ფორუმის ჩატარებისა და გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების შესახებ SMS შეტყობინება დაეგზავნა. გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალში განთავსდა ფორუმის საინფორმაციო მასალები. სამუშაოს მაძიებლებთან განხორციელდა სატელეფონო ზარებიც. არსებულმა ვაკანსიებმა მაღალი ინტერესი გამოიწვია.

2017 წელს კომპანია „რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ახალ სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტებს იწყებს, რაც ადამიანური კაპიტალის მოზიდვას საჭიროებს. შესაბამისად, კომპანიისთვის აუცილებელია ახალი კადრების მოზიდვა და პროფესიული გადამზადება, რისთვისაც დასაქმების ფორუმი საუკეთესო საშუალებაა. დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ვაკანტური პოზიციები: ზეინკალი -10 ვაკანსია; ზეინკალი/მძღოლობის შეთავსებით -5 ვაკანსია; მუშა - 10 ვაკანსია; შემდუღებელი- 10 ვაკანსია; აღმრიცხველი - 15 ვაკანსია და ადმინისტრაციული თანაშემწე -1 ვაკანსია.

კომპანია „რუსთავის წყალი" დასაქმების ფორუმის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს, სტაჟირების პროგრამასაც სთავაზობს. საუკეთესო კანდიდატები კომპანიის ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიასა და სერვის-ცენტრში სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts