canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

დაძმობილების პროექტის დახურვა

თარიღი: 2017-01-27

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი: „დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში" 18 თვიანი მუშაობის შემდეგ დასრულდა. დახურვის ღონისძიება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნულ- სასწავლო ცენტრში გაიმართა. პროექტის მონაწილეებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე და სლოვაკეთის შრომის, სოციალური საკითხებისა და ოჯახის სამინისტროს (კონსორციუმის ლიდერი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან) სახელმწიფო მდივანი, ბრანისლავ ონდრუში მიესალმენ.

პროექტში ჩართულმა მხარეებმა პროექტის შედეგებზე, საპილოტე პროგრამებზე, საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახურის რეფორმასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

€ 1.1 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებული პროექტის ამოცანა იყო კომპლექსური ინსტიტუციონალური და შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფა, რათა სოციალური მომსახურების სააგენტოს/დასაქმების პროგრამების დეპარტამენტსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეძლებოდათ საკუთარი მისიისა და მოვალეობების ეფექტურად შესრულება და კარგად გამიზნული, მაღალი ხარისხის, ხარჯების თვალსაზრისით ეფექტური მომსახურების მიწოდება სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლებისათვის. 18 თვის განმავლობაში შემუშავდა ინსტიტუციონალური რეფორმის გეგმა და შეიქმნა მომსახურების ახალი მოდელი, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტისათვის.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში დაინერგა ახალი მომსახურებები სამუშაოს მაძიებლებისათვის. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემას მაძიებლებთან ერთად დაემატა დამსაქმებლების მონაცემებიც. პილოტური პროგრამის მიზანი იყო სწორედ სოციალური მომსახურების სააგენტოს/ დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის კლიენტებად დარეგისტრირებულ დამსაქმებელთა რაოდენობის ზრდა,დარეგისტრირებული ვაკანსიების რაოდენობათა ზრდა, იმ ვაკანსიების რაოდენობის ზრდა, რომლებიც შეივსო სამუშაოს შესაფერისი მაძიებლების გადამისამართების გზით, დასაქმების საშუამავლო მომსახურებებისა და კონსულტირების პროცესში ჩართული სამუშაოს მაძიებლების რაოდენობის გაზრდა.

დასაქმების საშუამავლო მომსახურების და კონსულტირების პროცესში ჩართული სამუშაოს მაძიებლების რაოდენობა გაიზარდა: შეივსო პროფილირების 1290 კითხვარი, შემუშავდა 167 ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, ჩატარდა 37 ტრენინგ- სესია სამუშაოს ძიების საკითხებზე ,გაიცა 937 ვაუჩერი. ქვეყნის მასშტაბით დასაქმების ხელშეწყობის სერვისების 14 ტრენერი მომზადდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე 1 თებერვლიდან უკვე დაიწყება საპილოტე პროგრამის შედეგების იმპლემენტაცია და დასაქმების ხელშეწყობის ახალი სერვისები სააგენტოს სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში ამოქმედდება.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatları dikmen escort