canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

დაძმობილების პროექტის მე-6 კვარტლის ანგარიში

თარიღი: 2017-01-26

სოციალური მომსახურების სააგენტოში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის: „დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში" სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. მხარეებმა მე-6 კვარტლის (2016 წლის ნოემბერი, 2017 წლის იანვარი) შედეგები წარმოადგინეს. ამ პერიოდში დასრულდა დასაქმების მომსახურების მომსახურების ახალი მოდელის პილოტირების შედეგების შეჯამება. პროექტის გუნდმა ასევე დაასრულა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის გეგმის შემუშავება.

შეხვედრაზე პროექტის იმპლემენტაციაში ჩართულმა მხარეებმა დადებითად შეაფასეს მომსახურების ახალი მოდელის პილოტის შედეგები და ისაუბრეს უახლოეს მომავალში ამ მოდელის სააგენტოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში დანერგვის გეგმებზე, ასევე, ადსაქმებსი ხელშეწყობის სერვისების კუთხით სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების მომდევნო განვითარებაზე. 

პროექტის ოქფიციალური დახურვის ღონისძიება ხვალო, 27 იანვარს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრიშია დაგეგმილი. შეხვედრაზე მხარეები უფრო ფარტოდ და დეტალურად განიხილავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტთა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ეთობლივი 18 თვიანი მუშაობის შედეგებსა და მთავარ მიღწევებს.

შეგახსენებთ, რომ  პროექტი „დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. მისი მიზანია ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის სერვისების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს სოციალური მომსახურების სააგენტოს ეფექტიანი მომსახურება გაუწიოს სამუშაოს მაძიებლებს საქართველოში.

პროექტის ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს პარტნიორები არიან: სლოვაკეთის, ჩეხეთის და უნგრეთის საჯარო დაწესებულებები, რომლებიც დასაქმების ხელშეწყობის სერვისებს აწვდიან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari