canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

მემორანდუმი ასოციაციასთან "ქალი და ბიზნესი"

თარიღი: 2017-01-16

დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ასოციაცია „ქალი და ბიზნესი"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საერთაშორისო გამოცდილების მქონე ასოციაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახორციელებს პროექტებს დასაქმების მსურველი ადამიანების ხელშესაწყობად. ორგანიზაციას დიდი რესურსი აქვს, მოქალაქეთა პროფესიული განათლებისა და სტაჟირებისათვის და მზადაა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ამ პროგრამების ფარგლებშიც ითანამშრომლოს. უკვე წლებია ორგანიზაციას გააჩნია თავისი ბიზნეს-ინკუბატორი და ხელს უწყობს მსურველებს მცირე ბიზნესის წამოწყებაში. დასაქმების პორტალზე მათ უკვე წარმოადგინეს არაერთი საინტერესო და აქტიური ვაკანსია: მიმტანის, ბარმენის, სტილისტის, მომვლელის, სასტუმროს ადმინისტრაციის თანამშრომლების ვაკანსიები. „ქალი და ბიზნესმა" დასაქმების პორტალზე worknet.gov.ge - ზე დარეგისტრირებული 9 პირი სასურველ პოზიციებზე უკვე დაასაქმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს: სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა - მარი ბეზარაშვილმა და ასოციაცია „ქალი და ბიზნესი" -ს გამგეობის თავმჯდომარემ - ნინო ელიზბარაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ ისაუბრეს როგორც სამომავლო გეგმებზე , ასევე მიმდინარე პროექტებსა და გამოწვევებზე.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari