mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მუშაკების დაჯილდოება

თარიღი: 2016-12-29

სოციალური სამუშაო, დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია, ბავშვებისათვის ალტერნატიული სერვისების მიწოდება და განვითარება, ბავშვთა უფლებებზე ზრუნვა და მათი დაცვა - ეს სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. ამ სამუშაოს 2005 წლიდან ქვეყანაში სოციალური მუშაკები ასრულებენ. სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ დღეს 46 გამორჩეულ სოციალურ მუშაკს მადლობის სიგელები გადასცა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს წევრებმა ის სოცმუშაკები დაასახელეს, რომლებიც წლის განმავლობაში რთული შემთხვევების წარმატებული მართვით გამოირჩეოდნენ. მათგან 19 სოცმუშაკი თბილისში მუშაობს, 27 კი რეგიონებში.

2015 წელს დაიწყო დეინსტიტუციონალიზაცის პროცესის ახალი ტალღა. სახელმწიფომ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის, ანალოგიური, ალტერნატიული ტიპის მომსახურების მიწოდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მინდობით აღზრდაში მხარდაჭერა და ხელშეწყობა აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მათი სოციალური კეთილდღეობის, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის უზრუნველყოფისათვის, ასევე, უფლებების დაცვისათვის. შესაბამისად, ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, "მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის, ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების" ქვეპროგრამა ამოქმედდა. ამ ქვეპროგრამით 7 ბავშვი უკვე იღებს მომსახურებას.

გასულ წელს დაწყებული დეინსტიტუციონალიზაციის ახალი ტალღის შედეგად 15 შშმ ბავშვი გადავიდა მიმღებ ოჯახებში, 1 დაუბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახს და 2 გაშვილდა. სულ ჩვილ ბავშვთა სახლიდან დღეის მდგომარეობით, გასულია 25 შშმ ბავშვი და პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
პარალელურად, სოცმუშაკები მუშაობენ რეინტეგრირებულ ოჯახებთან, ასევე მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებთან, აძლიერებენ ბავშვიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რათა არ მოხდეს ბავშვის უფლებებისა და ინტერესების უგულვებელყოფა, ახორციელებენ ვიზიტებს ოჯახებში, რომლებსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდებათ, ინფორმაციას აწვდიან საჭირო სერვისებზე და ეხმარებიან ამ სერვისების მიღებაში.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts