mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

დასაქმების დეპარტამენტის ანგარიშის წარდგენა

თარიღი: 2016-12-26

23 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტომ „ტექნოპარკი საქართველო"-ში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის წლიური ანგარიში წარადგენა.

რა აქტივობები განხორციელდა წლის განმავლობაში სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით, რა ახალი სერვისებია და როგორია სტატისტიკა.

დასაქმებულთა დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში ასეთია-2014 წელს დასაქმდა- 387 სამუშაოს მაძიებელი, 2015 წელს- 349 სამუშაოს მაძიებელი,2016 წელს-670 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 58 - შშმპ. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - www.worknet.gov.ge-ზე, 2016 წელს რეგისტრაცია გაიარა 9929 სამუშაოს მაძიებელმა. დასაქმების პორგრამების დეპარტამენტი მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს - ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირება, პროფესიული კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა, ასევე მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტირება შშმპ-ებისთვის. აპრილიდან სისტემას დაემატა ახალი ფუქნცია: აქ უკვე რეგისტრირდებიან დამსაქმებლებიც, რომლებიც წარმოადგენენ არსებულ ვაკანსიებს. პორტალზე უკვე დარეგისტრირდა 225 დამსაქმებელი, თუმცა ჯამში სააგენტო 597 დამსაქმებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმებასა და კომუნიკაციაში ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად ტარდება დასაქმების ფორუმები. ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური ფორუმი დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ორგანიზებით, რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. მასში 40-ზე მეტი დამსაქმებელი და 1000-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი მონაწილეობდა. გარდა ამ ფორუმისა დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მხარდაჭერით პარტნიორმა ორგანიზაციებმა კიდევ 9 ფორუმი ჩაატარეს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
სამუშაოს მაძიებლებს, ასევე შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ მომზადება -გადამზადების პროგრამაში . წელს 68 ყველაზე მოთხოვნად პროფესიაში 2000-მდე პირი გადამზადდა. ისინი თბილისისსა და 14 მუნიციპალიტეტში 38 პროფესიულ სასწავლებელში გადიოდნენ მომზადებას. ასევე, მოქმედებს სტაჟირების პროგრამა, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში დასაქმებულის ანაზღაურების ნახევარს სახელმწიფო ფარავს. წელს პროგრამით 47-მა პირმა ისარგებლა.

ანგარიში და სტატისტიკა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ წარმოადგინა. ასევე არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრეს სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი ბეზარაშვილმა.

სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ საუკეთესო დამსაქმებლებს: აგროჰაბს, ალბატროსს, ჯი-პი-აი ჰოლდინგს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს და გორგიას, ხოლო გამორჩეული პარტნიორობისათვის: ინტერბიზნესის აკადემიას, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს, სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირს, სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის, ხელოსანთა ქალაქს სპეციალური სიგელები გადასცა.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts