ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

მემორანდუმი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

თარიღი: 2016-06-15

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა(ა)იპ „მეწარმე ქალთა ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა და ა(ა)იპ „მეწარმე ქალთა ფონდის" თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია, მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის გზით, შრომის ბაზარზე სოციალურად დაუცველ ქალთა  კონკურენტუნარიანობის გაზრდა, სახელმწიფო მომსახურებების ხელმისაწვდომობა და დასაქმების ხელშეწყობა.

მემორანდუმის ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტო,  ფონდსა და მის ბენეფიციარებს  სახელმწიფო მომსახურებების და დაგეგმილი დასაქმების ფორუმების შესახებ ინფორმაციას პერმანენტულად მიაწვდის. ასევე, ბენეფიციართა სურვილის გათვალისწინებით, მოხდება მათი ჩართულობა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში.

„მეწარმე ქალთა ფონდი“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს   დასავლეთ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასწავლო კურსს შესთავაზებს.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort