canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი

თარიღი: 2016-06-14

სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის შესახებ ეროვნული ფორუმი გაიმართა. ფორუმზე საქართველოს მთავრობამ კონვენციის მოთხოვნების შესრულების პირველი ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა.

საქართველომ 2 წლის წინ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირება. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფისათვის შშმ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტია.

14 ივნისი, დღე რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების, თანასწორობისა და ღირსების პატივსაცემად მეხუთედ აღინიშნება. დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ შშმ პირები ჩვენი საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები არიან და აუცილებელია მათი უფლებების დაცვა, დასაქმების ხელშეწყობა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ სამინისტროს მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, არსებული სამთავრობო გეგმის შესაბამისად, კონვენციის პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველო განახორციელებს შშმ პირის სტატუსის მინიჭების სისტემის ძირეულ რეფორმას. რეფორმა ითვალისწინებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის არსებული მოდელის ჩანაცვლებას ინდივიდუალური ფუნქციონალური შეფასების მოდელით. ახალი მოდელი, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს შშმ პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში უკეთ ჩართულობას, ხოლო მეორეს მხრივ, გააუმჯობესებს სახელმწიფო სერვისების მიწოდებას.

ამ ამოცანისათვის, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, უკვე შექმნილია ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი. საანგარიშგებო პერიოდში ჩატარდა შეხვედრები, რომელშიც სამთავრობო უწყებებისა და მოწვეული ექსპერტების გარდა მონაწილეობდნენ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობი ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები.

სახელმწიფო შშმ პირებისათვის ყოველწლიურად ახორციელებს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა სერვისებითა და მომსახურებებით.

2015 წლიდან ასევე, ხორციელდება მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა, რომელშიც ამ ეტაპზე 40 ბენეფიციარია ჩართული. მიმდინარეობს მუშაობა და სექტემბრიდან განხორციელდება მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების, ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა ჩვილ ბავშვთა სახლში მყოფი მზრუნველობამოკლებული მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის, ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მოვლა და აღზრდა.

გარდა სოციალური პროგრამებისა, სახელმწიფო ზრუნავს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობაზე და ჯანდაცვის სამინისტრო, არასამთავრობო, საერთაშორისო და კერძო ინსტიტუტებთან ერთად აქტიურად მუშაობს შეზღუდული შშმ პირებისათვის ხელშეწყობითი დასაქმების სერვისების განვითარებაზე.

ფორუმს ესწრებოდნენ: აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპი, ევროკავშირის წარმომადგენელი შტეფან შტორკი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. ასევე, ფორუმის მომხსენებლები იყვნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე.



 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatları dikmen escort