mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

შეხვედრა პროფესიულ კოლეჯებთან

თარიღი: 2016-06-13

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, დასაქმების დეპარტამენტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ქვეყანაში მოქმედ პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო,  2016 წელს განსახორციელებელი, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა პროგრამის მიმწოდებლებთან (პროფესიულ სასწავლებლებთან) ერთად.

მომზადება- გადამზადების სახელმწიფო პროგრამა სამუშაოს მაძიებლებსა და ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს გადამზადდნენ მათთვის სასურველ პროფესიაში, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტო მათ აწვდის ინფორმაციას შრომით ბაზარზე ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროფესიების შესახებ, რაც ზრდის მათი სწორად გადამზადებისა და სამუშაოს მოძიების შესაძლებლობას. სახელმწიფო აფინანსებს მომზადება-გადამზადების მსურველებს სასურველ პროფესიულ კოლეჯებში განათლების მისაღებად, აგრეთვე ეხმარება მათ სტაჟირებაში. პროფესიულმა  სასწავლებლებმა  და კოლეჯების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, შეხვედრაზე წარმოადგინეს ინფორმაცია საკუთარი ტექნიკური ბაზის შესახებ, ისაუბრეს შემოთავაზებზე, სასწავლებლებში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე. 

დასაქმების დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია შეიქმნას  სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების გეგმა, რათა დამსაქმებელს შესთავაზოს  პროფესიული კადრი.  პროგრამის ფარგლებში მსურველთა მიღება აგვისტოში გამოცხადდება, თავად პროგრამა  სექტემბრიდან განხორციელდება და 3 თვეს გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია, დასაქმების დეპარტამენტის უფროსი მარი ბეზარაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტის დირექტორი მარიკა ზაქარეიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი - თამარ სამხარაძე.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts