canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გაიხსნა

თარიღი: 2016-06-10

C ჰეპატიტით დაავადებულ პირებს პროგრამაში ჩასართავად ახლადგახსნილი, საქართველოში პირველი მომსახურების მართვის ცენტრი დაეხმარება. სოციალური მომსახურების სააგენტომ მართვის ცენტრი ფალიაშვილის ქუჩის 110 ნომერში დღეს გახსნა. პირები, რომლებიც ჯერ არ არიან ჩართულნი პროგრამაში, ამ მისამართზე შეძლებენ განაცხადის შეტანას და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას.

C ჰეპატიტის მართვის ცენტრი ყოველთვიურად დაახლოებით 2500-3000 ბენეფიციარს მოემსახურება. პროგრამის ფარგლებში, მომსახურების მისაღებად, პაციენტებისათვის სავალდებულო იქნება ადგილზე რეგისტრაცია და რიგის ნომრის აღება. სერვისების შესაბამისად, დამოუკიდებლად ფუნქციონირებს სკრინინგის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის რიგები.

მართვის ცენტრს ექნება სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სერვის-პროვაიდერების ტექნიკური რესურსის შესახებ და პაციენტის სურვილის და კლინიკების რესურსების გათვალისწინებით განახორციელებს პაციენტების გადამისამართებას, რაც დაზოგავს 

პაციენტის/კლინიკის დროს და გაამარტივებს, როგორც პაციენტებისათვის, ასევე კლინიკებისათვის სერვისის მიღების პროცესს.

ამავე ცენტრში შესაძლებელა სკრინინგული კვლევების ჩატარება. იმუშავებს სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელიც C ჰეპატიტთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რიგებისა და კომისიის გადაწყვეტილებების ჩათვლით, ოპერატიულად მიაწოდებს პაციენტებს.

ბენეფიციარებს განაცხადის შეტანა C ჰეპატიტის მართვის ცენტრთან ერთად, ასევე შეუძლიათ, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონალურ ოფისებშიც.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უწყვეტად გრძელდება და ეტაპობრივად კიდევ უფრო გაფართოვდება მომსახურების არეალი. ყოველწლიურად 20 000 - 30 000 პაციენტის მკურნალობა განხორციელდება C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე, ამავდროულად დაგეგმილია მასობრივი სკრინინგი, რომელიც გულისხმობს ახალი შემთხვევების გამოვლენას.

C ჰეპატიტის მართვის ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიასთან ერთად გახსნა.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari