ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა

1 ივლისიდან ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს, მედიკამენტების მიღება სიმბოლურ ფასად შეეძლებათ.
თარიღი: 2017-06-30

შშმპ დასაქმების ფორუმი თელავში

16 ივნისს, 13:00 სთ – დან 16:00 სთ – მდე თელავში, ნადიკვარის ტერასაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დასაქმების ფორუმი ჩატარდა,  სადაც  50–ზე მეტ სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს  საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა კერძო სექტორის 17 პოტენციურ დამსაქმებელს. 
თარიღი: 2017-06-16

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი - Job Fest

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით, 25 ივნისს, ვაკის პარკში, 13:00-17:00სთ, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება.
თარიღი: 2017-06-15

შეხვედრა სოციალური პოლიტიკის საკითხებზე

სოციალური პოლიტიკა, სერვისები და პროგრამები საქართველოში - ამ თემაზე  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე,  სოციალური მომსახურების საააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე და სამინისტროს სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების ფორუმის დელეგაციას შეხვდნენ. 
თარიღი: 2017-06-12

შეხვედრა პროფესიულ სასწავლებლებთან

ახალი პროფესიების შეძენის შანსი და დასაქმების შესაძლებლობები - სახელმწიფო მომზადება-გადამზადების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს.
თარიღი: 2017-05-30

ISSA-ს პირველი საერთაშორისო სემინარი საქართველოში

2017 წლის 11-13 აპრილს, თბილისში, სოციალური მომსახურების სააგენტომ და სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციამ (ISSA) წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის  პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა თემაზე „კომუნიკაცია სოციალური დაცვის ადმინისტრაციაში“. 
თარიღი: 2017-04-13

ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა

29 მარტი ქუთაისში ახალი, საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით შეიქმნა. ახალი მომსახურება აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლიმ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადიმ გახსნეს.  
თარიღი: 2017-03-29

შშმ პირთა ახალი დღის ცენტრი საგურამოში

დღეს, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში, შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა. დღის ცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი  შშმ პირები. 
თარიღი: 2017-03-27

მემორანდუმი ლიბერთი ბანკთან

დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ზაზა სოფრომაძემ და "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა - ალექსი ხოროშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
თარიღი: 2017-03-22

სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (ISSA) კომისიების მე-11 ფორუმის მუშაობაში მიღო მონაწილეობა

სოციალური მომსახურების სააგენტო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ISSA-თან. გაწევრიანების შემდეგ, ასოციაციის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის წარდგინებით, ასოციაციის ბიურომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ასოციაციის ჯანდაცვის კომისიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩია. იგი ასოციაციის კომისიების მე-11 ფორუმში, რომელიც მიმდინარე წლის 2 და 3 მარტს ქ. ჟენევაში ჩატარდა, მონაწილეობას სწორედ ამ რანგში იღებდა.
თარიღი: 2017-03-03

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti