ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ბავშვთა ზრუნვის სფეროს მხარდასაჭერად ახალი პროექტების ინვესტირება იგეგმება

26 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორ ირაკლი ნადარეიშვილსა და გაეროს ბავშვთა ფონდის პრეზიდენტ რულანდ მონაშს შორის. ბავშვთა ზრუნვის სფეროში მიმდინარე რეფორმის გასაცნობად საქართველოს ჰოლანდიიდან ეწვია დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან Unicef-ის ნაციონალური კომიტეტის და ასევე ადგილობრივი დონორი ორგანიზაციის "ანა მანცის" ფონდის წარმომადგენლები.
თარიღი: 2011-10-26

სოციალურ აგენტებს საქმიანობის ინსტრუქციის შესახებ სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტების საქმიანობის განახლებული სტანდარტები შეიმუშავა. სოციალური აგენტების საქმიანობის ინსტრუქციის შესახებ სასწავლო კურსს 350-მდე სოციალური აგენტი გაივლის. მიმდინარე წლის 21-22 ოქტომბერს,
თარიღი: 2011-10-22

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ნადარეიშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ტატიშვილთან ერთად, კონფლიქტისპირა ზონის სოფლის ექიმებს პორტატული კომპიუტერები გადასცა

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ნადარეიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ტატიშვილთან ერთად, კონფლიქტისპირა ზონის სოფლის ექიმებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის სოფლების: ერგნეთის, მეჯვრისხევის, ფლავის, შინდისის, სკრას, მერეთისა და შავშვების ექიმები. სოფლის ექიმებს, „პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხრადაჭერის პროექტის" ფარგლებში, ახალი ლეპტოპები და პრინტერები გადაეცათ.
თარიღი: 2011-10-21

ირაკლი ნადარეიშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებს ონლაინ რეჟიმში უპასუხა

2011 წლის 14-16 ოქტომბერს, ურეკში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდობის სამიტი ჩატარდა, მასში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის სტუდენტებმა, საჯარო სკოლების უფროსკლასელებმა, პედაგოგებმა, ბავშვთა ინსტიტუციური დაწესებულებების და ახალგაზრდული ორგანიზაციების არჩეულმა წარმომადგენლებმა.
თარიღი: 2011-10-15

მცირე საოჯახო ტიპის სახლების გაზისა და დენის გადასახადებს 2012 წლის ბოლომდე „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ დაფარავს

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ნადარეიშვილმა ხელი მოაწერეს
თარიღი: 2011-10-13

ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა

დღეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) წარმომადგენელმა საქართველოში, რულანდ მონაშმა რუსთავში მოინახულეს ოჯახი, სადაც მინდობით აღზრდაში ორი მზრუნველობამოკლებული ბავშვი იმყოფება.
თარიღი: 2011-10-06

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა სოფლის ექიმებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი  საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, ფილიპ დიმიტროვთან ერთად, მესტიის ამბულატორიას ეწვია.
თარიღი: 2011-09-27

სოციალური მომსახურების სააგენტოში თანამშრომელთა ტესტირება დაიწყო

სოციალური მომსახურების სააგენტომ მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, თანამშრომელთა პროფესიული გადამზადებისათვის ტესტირება ჩაატარა. ამ ეტაპზე იგეგმება სააგენტოს ადგილობრივი სტრუქტურული ერთეულების დაახლოებით 1 100 თანამშრომლის მომზადება.
თარიღი: 2011-09-26

ირაკლი ნადარეიშვილმა მესტიაში სოციალური მომსახურების სააგენტოს მშენებარე რაიონული განყოფილების ოფისი მოინახულა

2011 წლის 26 სექტემბერს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქ მესტიას ეწვია და სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების მშენებარე ოფისი მოინახულა. მესტიის ახალი რაიონული განყოფილების გახსნა დეკემბრის დასაწყისისათვის იგეგმება.
თარიღი: 2011-09-26

სოციალური მომსახურების სააგენტომ ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, სასტუმრო ,,ამბასადორში" ჩატარდა შეხვედრა პროექტის -,,მცირე საოჯახო ტიპის სახლები - ნაბიჯი დეინსტიტუციონალიზაციისაკენ" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ,,პოლონეთის დახმარების პროგრამის" ფინანსური მხარდაჭერით.
თარიღი: 2011-09-20

დამზადებულია ITDC-ს მიერ