ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

რუსთავის დასაქმების ფორუმი

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, 19 სექტემბერს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში  დასაქმების ფორუმი გაიმართა.  
თარიღი: 2018-09-19

შეხვედრა დასაქმების თემებზე

14-15 სექტემბერს, სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული მედიატური გაიმართა. ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრის მიზანი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება იყო.
თარიღი: 2018-09-17

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება

3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის   პროგრამა ფართოვდება. პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება. აღნიშნულ ჯგუფებს, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო  მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50%-ი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ.  
თარიღი: 2018-08-31

ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი

ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგეცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის მიზანს, ქვეყნებს შორის, მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში  თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება  წარმოადგენს.   
თარიღი: 2018-08-09

თეთრიწყაროს დასაქმების ფორუმისთვის მზადება დაიწყო

3 აგვისტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" (RDFG) თანამონაწილეობით გაიმართა დამსაქმებელთა ტური.
თარიღი: 2018-08-03

ბათუმის დასაქმების ფორუმი

დღეს, სასტუმრო ვინდემ ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ერთდღიანი ფორუმი გაიმართა.
თარიღი: 2018-07-13

ვაკის დასაქმების ფორუმი

თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების, გიორგი ბირბიჩაძისა და გიორგი მუსხელიშვილის ინიციატივითა და და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით ვაკის დასაქმების ფორუმი დღეს ვაკის მედიათეკაში გაიმართა.  
თარიღი: 2018-07-10

ნაძალადევის დასაქმების ფორუმი

სოციალურ მომსახურების სააგენტო თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით ისევ აგრძელებს მოქალაქეების დასაქმების ხელშემწყობი ფორუმების ორგანიზებას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჩართულობით ორგანიზებული დასაქმების ფორუმები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დამსაქმებლისა და სამსახურის მაძიებელის კომუნიკაციის კარგად აპრობირებული და ეფექტური მეთოდია.  
თარიღი: 2018-06-22

დასაქმების ფორუმი სამგორის რაიონში

ვარკეთილის მედიათეკაში სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი დასაქმების  ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში 15-მა კომპანიამ 1500-ზე მეტი თავისუფალი სამუშაო ადგილი  წარმოადგინა.  
თარიღი: 2018-06-15

საბურთალოს დასაქმების ფორუმი

ერთობლივი ფორუმების ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა, ჩუღურეთის, გლდანის და ისნის რაიონების შემდეგ ფორუმს საბურთალოს რაიონმა უმასპინძლა.  დღეს, ქ. თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრების ვახტანგ შაქარიშვილის და დავით უთმელიძის ინიციატივით და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით მეოთხე დასაქმების  ფორუმი გაიმართა.  
თარიღი: 2018-06-11

დამზადებულია ITDC-ს მიერ