mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ხანდაზმულებისათვის

ხანდაზმულებისათვის

საპენსიო ასაკის მიღწევა

თარიღი: 2011-12-13

გსურთ სახელმწიფო პენსიის დანიშვნა?

  საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა - 65 წლის და ქალბატონმა - 60 წლის შესრულების შემდეგ, ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დასანიშნად შეგიძლიათ მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა.

სახელმწიფო პენსიის დანიშვნა შეუძლიათ:

• საქართველოს მოქალაქეებს;
• საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს;
• პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;
• უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა(ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები).

რა თანხას შეადგენს სახელმწიფო პენსიის ოდენობა?

  „2013 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 32 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, 2013 წლის 1 სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრა 150 ლარით.
  „2015 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 28 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2015 წლის 1 სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრება 160 ლარით.

რა დოკუმენტებია საჭირო სახელმწიფო პენსიის დასანიშნად?

  პენსიის დასანიშნად, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოთ:

• პენსიის დანიშვნის მაძიებელი პირის მომართვის შემთხვევაში - მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში - დამატებით, კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
• უცხო ქვეყნის მოქალაქემ პენსიის დანიშვნისათვის სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება და ასევე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრება;
• საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ;
• უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა(ორმაგი მოქალაქე), დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.

რა ვადაა საჭირო სახელმწიფო პენსიის დასანიშნად?

• პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას(საჭირო დოკუმენტებთან ერთად), სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

პენსია ინიშნება:
• განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;
• პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.

რა სახის შეზღუდვები არსებობს საპენსიო პაკეტის მიღებაზე?

• თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონითა და „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით, გარდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ" და „ნ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა.
• პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

რა არის პენსიის შეჩერებისა და განახლების საფუძველი?

- პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
• პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში;
• როდესაც საბანკო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება;
• როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;
• პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას.

- პენსია განახლდება, განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, გარდა პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის საფუძვლით შეჩერებული პენსიის, რომელიც განახლდება პირისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას.

რა არის პენსიის შეწყვეტის საფუძველი?

-პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
• პირადი განცხადებით;
• საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
• სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, - პენსიის შეჩერების დღიდან;
• უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
• პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
• პენსიონერის გარდაცვალებისას;
• სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, გარდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ" და „ნ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპენსაციის მიმღები პირებისა;
• სოციალური პაკეტის დანიშვნისას;
• პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;
• სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

სად მიიღებთ პენსიას?
პენსიის მისაღებად უნდა მიმართოთ სს ,,ლიბერთი ბანკს", სადაც გაგიწევენ შესაბამის მომსახურებას.

 

 

 

 

 

 


<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts