mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ხანდაზმულებისათვის

ხანდაზმულებისათვის

საყოფაცხოვრებო სუბსიდია

თარიღი: 2011-12-13


რა არის საყოფაცხოვრებო სუბსიდია?

  საყოფაცხოვრებო სუბსიდია არის ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია კანონით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

ვის ენიშნება საყოფაცხოვრებო სუბსიდია?

საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს ქვემოთ მოყვანილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს, შემდეგი ოდენობით;
• მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს - ყოველთვიურად 44 ლარი;
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს - ყოველთვიურად 44 ლარი;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) - ყოველთვიურად 44 ლარი;
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს - ყოველთვიურად 22 ლარი;
• სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - ყოველთვიურად 22 ლარი;
• მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) - ყოველთვიურად 22 ლარი;
• სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას - ყოველთვიურად 22 ლარი;
• ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას დაინვალიდებულ პირებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
• ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
• ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღებ ოჯახებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
• პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
• ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს - ყოველთვიურად 44 ლარი;
• ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს - ყოველთვიურად 44 ლარი;
• ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს - ყოველთვიურად 22 ლარი.

ვის აქვს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის უფლება?

  2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ ზემოჩამოთვლილ იმ პირებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად.

ვის უნდა მიმართოთ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად?

   2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია ენიშნებათ ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხული იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად.
ამრიგად, თუ თქვენ ხართ სახელმწიფო პენსიის მიმღები, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად, უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ ფილიალს, სადაც დანიშნული გაქვთ სახელმწიფო პენსია და წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
• საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის მოწმობის ასლები, დედნებთან ერთად;
• შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა განხორციელდება პირის მიერ განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

  საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირება (შეჩერება, შეწყვეტა, განახლება), ამ წესითა და პრინციპებით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით, განხორციელდება სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts