mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ხანდაზმულებისათვის

ხანდაზმულებისათვის

სახელმწიფო კომპენსაცია

თარიღი: 2011-12-13

ვის ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია?

• სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს;
• სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს;
• პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს;
• საქართველოს პარლამენტის წევრებს;
• საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს;
• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს;
• საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს;
• საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეებს;
• საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებს;
• უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს;
• გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს;
• სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;
• „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
შენიშვნა: კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 560 ლარს.

რა საფუძვლით ხდება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა?

სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს წარმოადგენს:

• კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა;
• 65 წლის ასაკის მიღწევა;
• შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
• მარჩენალის გარდაცვალება;
• ოჯახის წევრის გარდაცვალება.

ვის ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო?

ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ:
• სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, რომლებსაც სამსახურიდან დათხოვნის დღეს გააჩნიათ ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი;
• საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურში შევიდნენ 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
• სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;
• სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი.

როგორ ხდება სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით?

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება:
• 65 წლის და მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში - პენსიის ოდენობას დამატებული:
-საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის - ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 2 ლარზე;
-საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის - ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 5 ლარზე;
-კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის - ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 10 ლარზე;
-კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის - ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 15 ლარზე;
• 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში - ამ პუნქტის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%.
• იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ორგანოებში წელთა ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი (საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურში შევიდნენ 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი; სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი.) ნამსახურობის სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.

როგორ ხდება სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება საპენსიო ასაკის საფუძვლით?

-„პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „პ" ქვეპუნქტით (საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევის გამო) გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში - არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობაა დათხოვნის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლი.
• „პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა", „თ" ან „ი" („ა"-პირადი განცხადებით; „თ"-ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; „ი"-შტატების შემცირებით) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში - არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობაა დათხოვნის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლის 80%;
• პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ ვრცელდება საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე, თუ მათ აქვთ შრომის არანაკლებ 20 წლის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდათ „პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა", „ბ" ან „პ" („ა"-პირადი განცხადებით; „ბ" -ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება; „პ"-(საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევის გამო.) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონით.
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით.
- საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაცია ენიშნება „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ:
• დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა;
• უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო;
• მიეკუთვნება „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლში მითითებულ მოსამართლეებს.
კომპენსაციის ოდენობა არის მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
- პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) ყოფილი წევრის სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის ასაკის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეწყვეტილა შემდეგი საფუძვლით:
• პირადი განცხადებით;
• მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
• სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ან გარდაცვლილად;
• დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა, ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
• დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
• არასაპატიო მიზეზით, ოთხი თვის განმავლობაში, არ მონაწილეობდა პარლამენტის (სასესიო და საკომიტეტო) მუშაობაში;
• გარდაიცვალა.

  ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა, ან/და დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული პირობებით სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს, თუ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო, ან კანონის დარღვევით, დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის გამო და აგრეთვე 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა.

  ყოფილი პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის სახელმწიფო კომპენსაცია შეადგენს კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედს.
  ყოფილი პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრს, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, ამ მუხლით გათვალისწინებული პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციამდე (მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედი) შევსების ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს დადგენილი მაქსიმალური ზღვრისა (560 ლარი).
- პარლამენტის აპარატის მოხელეს, რომელსაც 65 წლის ასაკის მიღწევისას გააჩნია 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და მათ შორის, პარლამენტის აპარატში მუშაობის 8 წლის სტაჟი, პარლამენტის აპარატის მოხელის კომპენსაციის ოდენობაა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედი.
- უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი) 65 წლის ასაკის მიღწევისას დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს.
- საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილი იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას. თუ მამაკაცს აქვს-ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი, ექვსი თვე და ნაფრენი არანაკლებ 6 000 საათისა, ან ნაფრენი 6 000 საათზე მეტი; ქალს-ავიაციაში მუშაობის ათი წელი და ნაფრენი არანაკლებ 4 800 საათისა, ან ნაფრენი 4 800 საათზე მეტი.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება პენსიის ოდენობას დამატებული:
• 20 წლის ნამსახურობის ნამრავლი 10 ლარზე - ხომალდის მეთაურისათვის;
• 20 წლის ნამსახურობის ნამრავლი 5 ლარზე - მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2"-ის მეთაურისათვის;
• 20 წლის ნამსახურობის ნამრავლი 2 ლარზე - ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, აგრეთვე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს.
-გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, გენერალურ აუდიტორს - უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) - არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის (მოადგილეებისათვის) უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.

როგორ ხდება სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო?

  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის საფუძვლით, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს, რომელთა შესაძლებლობის შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან:
• სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს;
• პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირებს;
• პარლამენტის წევრებს;
• სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;
• გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს (მოადგილეებს);

სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო ხდება შემდეგი წესით:

• სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებისთვის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება:
- მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში - ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს;
-მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში - ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
• პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირებისა და გენერალური აუდიტორისა და მის მოადგილესათვის (მოადგილეებს) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება:
- მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ის ნამრავლი ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ისა და ნამსახურობის 20 წლის ნამრავლის 125%, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;
• პარლამენტის წევრ(ებ)ის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით;
• პარლამენტის ყოფილ წევრ(ებ)ს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდგომ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას - პარლამენტარის სახელმწიფო კომპენსაციის 100%-ის ოდენობით, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში - პარლამენტარის კომპენსაციის 50%;
• სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება:
-მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში - ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 115%;
-მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში - ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.

ვის ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო ?

  მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დანიშვნის უფლება აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილ პირთა სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს:

• საქართველოს პარლამენტის წევრები (ყოფილი წევრები);
• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები(ყოფილი წევრები);
• საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;
• საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები;
• გენერალური აუდიტორი და მის მოადგილეები;
• სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებული პირები;
• სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირები;
• პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი მუშაკები;

 აღნიშნული კომპენსაციის ოდენობაა გარდაცვლილის კომპენსაციის 75%. ამასთანავე, გარდაცვლილის მუშაობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება კანონით განსაზღვრულ ნამსახურობის სრულ ვადას.

როგორ ხდება კომპენსაციის გაანგარიშება - მარჩენალის გარდაცვალების გამო ?

- სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებს, გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნის მომენტისათვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს.

• სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და მის შრომისუუნარო მეუღლეს;
• სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოში მომუშავე სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
-სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პროკურატურის მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, იმ კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, რომელსაც პროკურატურის მუშაკი დაინიშნავდა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ასეთი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
-საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
-უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
-საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საერთო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 10 წელს.
-კომპენსაცია პარლამენტის წევრის (ყოფილი პარლამენტის წევრის) გარდაცვალების გამო.
პარლამენტის წევრის (ყოფილი პარლამენტის წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
-კომპენსაცია საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა რეგულირდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.

როგორ ხდება სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება - ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო?

• „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
- ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.
- ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2015 წლიდან შეადგენს 1000 ლარს.
- ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.

რა დოკუმენტებია საჭირო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად?

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილმა პირებმა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილმა სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებმა, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულმა პირებმა და მათი ოჯახის წევრმა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წამოადგინონ:

ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• წელთა ნამსახურობის ნუსხა;
• ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან/საჯარო თანამდებობებიდან დათხოვნის შესახებ;

შეზღუდული შესაძლებლობის დადგენის გამო:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• წელთა ნამსახურობის ნუსხა;
• ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან/საჯარო თანამდებობებიდან დათხოვნის შესახებ;
• სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი.

მარჩენალის გარდაცვალების გამო:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• წელთა ნამსახურობის ნუსხა;
• ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან/საჯარო თანამდებობებიდან დათხოვნის შესახებ;
• გარდაცვალების მოწმობა;
• საჭიროების შემთხვევაში, შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მშობლებზე - გარდაცვლილის დაბადების მოწმობა;
მეუღლეზე - ქორწინების მოწმობა;
შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.
პროკურატურის მუშაკმა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:

ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• წელთა ნამსახურობის ნუსხა;
• ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ;
• ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობის დადგენის გამო:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• წელთა ნამსახურობის ნუსხა;
• ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ;
• ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ.
• სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი.

მარჩენალის გარდაცვალების გამო:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• წელთა ნამსახურობის ნუსხა;
• ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ;
• ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ.
• გარდაცვალების მოწმობა;
• მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრმა (ყოფილმა წევრმა), სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი;
• 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ;
• ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
• თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ.

პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრმა (ყოფილმა წევრმა), შეზღუდული შესაძლებლობის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ;
• სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი.
• ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
• თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ.

პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• გარდაცვალების მოწმობა;
• ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
• ცნობა პარლამენტის წევრის შესახებ;
• საჭიროების შემთხვევაში, შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მეუღლეზე - ქროწინების მოწმობა, ასლთან ერთად;
• შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა, ასლთან ერთად.

პარლამენტის აპარატის მოხელემ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• შრომის საერთო სტაჟისა და პარლამენტში მინიმუმ 8 წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ცნობა, იგივე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის შესახებ.
უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირმა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ.

საერთო სასამართლოს მოსამართლემ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ.
• საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი.
• ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• გარდაცვალების მოწმობა;
• ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ.
• საჭიროების შემთხვევაში, შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
• მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მეუღლეზე - ქროწინების მოწმობა, ასლთან ერთად;
• შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა, ასლთან ერთად.

უზენაესი/საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ცნობა შესაბამის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ.
• უზენაესი/საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

უზენაესი/საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• გარდაცვალების მოწმობა;
• ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ;
• უზენაესი/საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.
• საჭიროების შემთხვევაში, შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
• მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მეუღლეზე - ქროწინების მოწმობა, ასლთან ერთად;
• შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა, ასლთან ერთად.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურემ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურემ, შეზღუდული შესაძლებლობის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;
• სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი.

გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეები) სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• უფლებამოსილების ვადის გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობის დადგენის გამო:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი.

მარჩენალის გარდაცვალების გამო:
• განცხადება - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე;
• შესაბამისი უწყების წარდგინება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის თანამდებობრივი სარგოების შესახებ.
• ბრძანება დათხოვნის შესახებ;
• გარდაცვალების მოწმობა;
•მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრმა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს:
• გარდაცვალების მოწმობა;
• საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტი, ხოლო ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებებლი დოკუმენტი;
• საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით :
-მშობლებზე - გარდაცვლილის დაბადების მოწმობა;
-მეუღლეზე - ქორწინების მოწმობა;
-შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინონ:
• გარდაცვალების მოწმობა;
• საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში - ვეტერანების საქმეთა სამსახური) მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
• საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, დამატებით:
-მშობლებზე - გარდაცვლილის დაბადების მოწმობა;
- მეუღლეზე - ქორწინების მოწმობა;
-შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

რა ვადაა საჭირო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად?

• სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა;
• კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს;
• მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება გარდაცვალებიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში, კომპენსაცია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

რა არის სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი?

კომპენსაცია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
• პირადი განცხადებით;
• საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში (საჯარო საქმიანობა - საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო);
• შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;
• არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას;
• შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;
• სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, - კომპენსაციის შეჩერების დღიდან;
• საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
• სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას, გარდა ოჯახის წევრის გარდაცვალების საფუძვლით გათვალისწინებული პირებისა;
• სოციალურ პაკეტის დანიშვნისას, გარდა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებთათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტისა;
• კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებისას;
• კომპენსაციის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;

რა არის სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების საფუძველი?

• პირის მიერ კომპენსაციის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც ამ პირის მიერ არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც შესაბამისი ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს შესაბამის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს კომპენსაციის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;
• შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა);
• პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა.

შეჩერებული კომპენსაცია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის შეჩერების დღიდან:
- „ა" პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - კომპენსაციის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;
- „ბ" პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომპენსაციის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში:
- თუ სტატუსი მინიჭებულია წინა სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე;
- თუ სტატუსი მინიჭებულია წინა სტატუსის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, არაუმეტეს 3 თვის ვადაში და არსებობს წინა სტატუსის მოქმედების ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი (საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნა). თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ წარსული დროისათვის კომპენსაცია გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით.
„გ" პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განცხადებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენის შემდეგ.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts