ხანდაზმულებისათვის

ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, უსინათლოთა ხელჯოხები და გადასაადგილებელი ჩარჩოები

თარიღი: 2018-06-17

ყავარჯნების, ხელჯოხ-ყავარჯნების და გადასაადგილებელი ჩარჩოების მიმღები პირები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ხანდაზმულები (ქალები-60 წლიდან და მამაკაცები 65-წლიდან).

უსინათლოთა ხელჯოხების მიმღებები კი არიან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

ვის უნდა მივმართოთ ყავარჯნების, ხელჯოხ-ყავარჯნების, უსინათლოთა ხელჯოხების და გადასაადგილებელი ჩარჩოების მისაღებად?

დამხმარე საშუალებების მისაღებად პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას),
  • შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში),
  • პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების საჭიროება შესაბამისი სახეობის მითითებით

(შენიშვნა: უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მხედველობადაქვეითებული შშმ პირები/ბავშვები, რომლებსაც შშმპ სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული აქვთ, რომ ეს პირები/ბავშვები არიან უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (I ჯგუფის ინვალიდები) ან უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები თავისუფლდებიან ფორმა №IV-100/ა-ს წარმოდგენის ვალდებულებიდან).

თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/ მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

  • კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი,
  • პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.
<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti