mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - მომავალი დედებისათვის

მომავალი დედებისათვის

დედათა და ჩვილ ბავშვთა თავშესაფარით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

თარიღი: 2011-12-13

რა არის დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ამოცანა?

 ქვეპროგრამის ამოცანაა ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება.

რას მოიცავს დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით მომსახურება?

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით მომსახურება ითვალისწინებს:

• 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას;
• უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფას;
• კვების პროდუქტებით, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
• პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;
• საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
• ფსიქოლოგის მომსახურებას.

ვის შეუძლია ისარგებლოს დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მომსახურებით ?

• სხვადასხვა პრობლემის მქონე დედას 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფენიან;
• სხვადასხვა პრობლემის მქონე ქალს, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის, 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).

გსურთ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობა?

მიმართეთ სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:
• მაძიებლ(ებ)ის პირადობის დამადასურებელი საბუთი(მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, ან დაბადების მოწმობა და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - თუ პირ(ებ)ი არასრულწლოვანია;
• მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა, ასეთის არსებობის შემთხვევაში).


რა დროა საჭირო დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ჩასარიცხად?

  სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში საჭირო დოკუმენტების წარდგენიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, რეგიონული საბჭოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას პირის დაწესებულებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ.
პირის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.
რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირები დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოთავსდებიან არაუმეტეს 12 თვის ვადით.

როგორ ხდება ქვეპროგრამის დაფინანსება?

  ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურებისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 17 ლარს ერთ ბენეფიციარზე.
  ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთდროულად მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება 15 პირს - ქუთაისსა და 33 პირს - თბილისში.
  დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურება ბენეფიციარებს მიეწოდებათ ქ.თბილისში და ქ.ქუთაისში.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება №138. 2015 წლის 30 მარტი. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts