canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - მომავალი დედებისათვის

მომავალი დედებისათვის

მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფა

თარიღი: 2011-11-21

რას ითვალისწინებს მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა?

  ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას.

ვის შეუძლია მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობა?

  ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია ერთი წლისა და 6 თვის ასაკის ჩათვლით ბავშვი, რომლის:

• ოჯახი კვების ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 57001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;
• ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია.

გსურთ თქვენი ბავშვი უზრუნველყოთ ხელოვნური კვების ვაუჩერით?

  მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს. სოციალური მუშაკის მიერ ოჯახის შეფასების შედეგად მომზადებული დასკვნის საფუძველზე (სადაც მითითებულია, რომ არსებობს ბავშვის მიტოვების რისკი და საჭიროა სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარება), ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი მიიღებს მატერიალიზებულ ვაუჩერს.

როგორ ვისარგებლოთ კვების ვაუჩერით?

• ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.
• ქვეპროგრამით განსაზღვრული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად, გამოიყენება საქონლის მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს საქონლის მიწოდების თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
• კვების ვაუჩერის ტალონები გაიცემა რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან ბავშვის ერთი წლისა და 6 თვის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, მაგრამ არა უმეტეს 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით თვეებზე.
• ვაუჩერი გაიცემა (არა უგვიანეს რეგიონული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უგვიანეს საქონლის მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით, საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.
• საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის სააგენტოს არა უგვიანეს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის დასაქონლების თვის 15 რიცხვის ჩათვლით.
• კვების ვაუჩერის თითო ტალონი ითვალისწინებს კვების პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, თვეში არა უმეტეს 80 ლარის ოდენობით.
• გაცემული ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.

 

 

 

 

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari