მომავალი დედებისათვის

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება

თარიღი: 2018-06-21

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებას ისახავს მიზნად.

 რას ითვალისწინებს დახმარება?

დახმარება ითვალისწინებს პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო საქონლით უზრუნველყოფას

 ვის შეუძლია ისარგებლოს დახმარებით?

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების  სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ პირველად დახმარებას.

 ვის უნდა მიმართოთ საჭიროების შემთხვევში?

საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მისაღებად, უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს.

 ვინ იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაცემის თაობაზე?

სამიზნე ჯგუფისათვის გადაუდებელი პირველადი დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.

 რა თანხას შეადგენს ერთ ოჯახზე გაწეული დახმარება?

ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 800 ლარს.

 ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 800 000 ლარით.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება 2017 წლის 29 დეკემბერის №601 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti