mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - შშმ პირებისათვის

შშმ პირებისათვის

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში ჩარიცხვა

თარიღი: 2011-11-27

გსურთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში ჩარიცხვა ?

  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩარიცხვა შესაძლებელია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დუშეთის, მარტყოფისა და ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატებში.

ვის უნდა მიმართოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში ჩასარიცხად?

  პანსიონატში ჩასარიცხად უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას, შეავსოთ სპეციალური ფორმის განცხადება და წარმოადგინოთ „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #52/ნ ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაცია:
• პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა);
• ერთი ფოტოსურათი (3X4);
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

  თუ სააგენტოს მიმართავს მოქალაქის კანონიერი წარმომადგენელი, მან უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი და ასევე, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
  მოქალაქეთა ჩარიცხვა შშმ პირთა პანსიონატში ხდება რიგითობის პრინციპით. ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭო.

როგორ ხდება მომსახურების დაფინანსება ?

  "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა პანსიონატში ჩარიცხვის დროისათვის:
• არ აღემატება 70 000 ქულას, გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად;
• 70 001 ქულიდან 100 001 ქულამდე გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ თვეში 510 ლარის ოდენობით, ხოლო ბენეფიციარი თანადაფინანსებისათვის გადაიხდის 90 ლარს თვეში;
• 100 001 ქულიდან 120 001 ქულამდე გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ თვეში 450 ლარის ოდენობით, ხოლო ბენეფიციარი თანადაფინანსებისათვის გადაიხდის 150 ლარს თვეში.

 ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან არც ერთ ზემოჩამოთვლილ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით - თვეში 600 ლარის ოდენობით.

რომელი ბენეფიციარები სარგებლობენ უპირატესობით მომსახურების მისაღებად ?

 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატების მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით სარგებლობენ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები.

ვინ არ ექვემდებარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში ჩარიცხვას ?

  პანსიონატში ჩარიცხვას არ ექვემდებარებიან პირები:

• მწვავე ინფექციური დაავადებით;
• ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
• აქტიური სიფილისით;
• კანის გადამდები დაავადებით;
• თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
• ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით;
• რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts