mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - შშმ პირებისათვის

შშმ პირებისათვის

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა

თარიღი: 2011-11-26

რა მომსახურებას ითვალისწინებს ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა?

 აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს ფსიქიკური დარღვევების მქონე ბენეფიციართა ყოველდღიურ მომსახურებას, კერძოდ:
• ყოველდღიურ მომსახურებას მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
• ბენეფიციართა მოვლა-პატრონობისა და ინდივიდუალური რეაბილიტაციის პროგრამების შედგენა-განხორციელებას;
• საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლებას;
• სათანადო სამედიცინო დახმარებით და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;
• ბენეფიციართა შესაძლებლობის გათვალისწინებით, მათი კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფას, მათ შორის, სპეციალიზებული დაწესებულების გარეთაც.

ვის შეუძლია ისარგებლოს ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მომსახურებით?

 ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ თანდაყოლილი და შეძენილი ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული დემენციის მქონე 18 წლის და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ასევე, ისეთი ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებს, რომლებიც საჭიროებენ ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღებას და რომელთა ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ არსებობს რეგიონული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

რა დოკუმენტებია საჭირო ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მომსახურების მისაღებად?

 ფსიქიკური დარღვევების მქონე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ფილიალს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
• ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პასპორტი, პირადობის მოწმობა) და მისი ასლი;
• ცნობა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NlV-100/ა);
• ბენეფიციარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
• ბენეფიციარის 1 ფოტოსურათი (3X4);
• თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია - განმცხადებლის პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
• პირის კანონიერი წარმომადგენლობის საბუთი მეურვეობის ან მზრუნველობის შესახებ.
 პირის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სააგენტო უზრუნველყოფს განცხადებით მიმართვიდან 1 თვის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სააგენტო აცნობებს განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

როგორ ფინანსდება აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

 ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის სადღეღამისო ხარჯი ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 15 ლარს. მომსახურების მიღება შეუძლია ერთდროულად 100 ბენეფიციარს. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების რაოდენობის ქვოტით განსაზღვრულ ციფრზე გადაჭარბების შემთხვევაში, მონაცემებისათვის იქმნება რეესტრი, რიგითობის დაცვით.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts