შშმ პირებისათვის

ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფა

თარიღი: 2019-02-08

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირებს ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებები  (სმარტფონი) გადაეცემათ.

სმარტფონების გადაცემის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

ქვეპროგრამის კომპონენტი  მოიცავს ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე არანაკლებ 100 ტექნიკური  საშუალების (სმარტფონის) გაცემას. სამიზნე ჯგუფს ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუის და სმენაჩლუნგობის მე-4 ხარისხის მქონე შშმ პირები წარმოადგენენ.

დამხმარე საშუალების მიღებისთვის, განცხადებით უნდა მიმართოთ  სააგენტოს. ამასთან,  განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი - სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი - ფორმა №IV-50/4;
  • სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება დიაგნოზი - ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან მე-4 ხარისხის სმენაჩლუნგობა.

ტექნიკური საშუალების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება  მატერიალიზებული ვაუჩერი. დაფინანსების ლიმიტი სმარტფონის შემთხვევაში შეადგენს 300 ლარს.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ