შშმ პირებისათვის

კოხლეარული იმპლანტი

თარიღი: 2018-06-18

ვისზე გაიცემა კოხლეარული იმპლანტი?

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფილი იქნებიან აბსოლუტური სიყრუის მქონე და ყრუ-მუნჯი 6 წლამდე ასაკის ბავშვები. ასევე ამ ასაკის ზემოთ მყოფი პირები, თუ სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნაჩვენებია კოხლეარული იმპლანტის ოპერაცია და ის პირები, რომლებსაც წინა წლების შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის" ფარგლებში მიღებული აქვთ კოხლეარული იმპლანტი და საჭიროებენ კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციას და/ან რეაბილიტაციას.

 ვის უნდა მიმართოთ კოხლეარული იმპლანტის მისაღებად?

კოხლეარული იმპლანტის მისაღებად აღრიცხვაზე აყვანისათვის პირის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ან რაიონულ განყოფილებას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  • პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი-დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას),
  • შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
  • პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი-ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული კოხლეარული იმპლანტის საჭიროება (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის შემთხვევაში).

თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

  • კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი,
  • პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

ვის ენიჭება კოხლეარული იმპლანტის მიღებაზე უპირატესი უფლება?

კოხლეარული იმპლანტის მიღებაზე უპირატესი უფლებით სარგებლობენ იმპლანტის საჭიროების მქონე 5-დან 6 წლამდე და 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები.

როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება?

სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური კომისია, დადგენილი წესით, განიხილავს სააგენტოში შემოსულ განცხადებებს კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის თაობაზე და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში გაცნობებთ წერილობით. ასევე, დამატებით გეცნობებათ დამხმარე საშუალების გამცემი ორგანიზაციის რეკვიზიტები.

რა მომსახურებას ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა კოხლეარული 

იმპლანტით უზრუნველყოფა?

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა მოიცავს კოხლეარული იმპლანტის შეძენას და რეაბილიტაციას.

რეაბილიტაცია გულისხმობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:

  • ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად, კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირებას,
  • ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურებას ბენეფიციარისათვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

 რა თანხას მოიცავსსახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიმოქალაქეთა კოხლეარული იმპლანტით 

უზრუნველყოფის დაფინანსება?

  • სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდული კოხლეარული იმპლანტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 35 920 ლარს,
  • ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს - 3 000 ლარისა (ამასთან, ერთი პროცედურის (მანიპულაციის) ღირებულება შეადგენს 500 ლარს),
  • ერთი ბენეფიციარისათვის ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს (ერთი ვიზიტის (გაკვეთილის) ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში - 20,83 ლარს).
<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti