შშმ პირებისათვის

საპროთეზო - ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფა

თარიღი: 2019-02-05

ვისზე გაიცემა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებები?

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფილი იქნებიან მისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების (მათ შორის, შშმ ბავშვები), ანოფთალმისა (ICDკოდი-10- Q11.1) და მიკროფთალმის (ICD-10კოდი- Q11.2) მქონე პირები.

რა მომსახურებას ითვალისწინებს მოქალაქეთა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფა?

მოქალაქეთა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს:

  • ქვედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში - ქვედა კიდურების პროთეზების შერჩევას, დამზადებას და მორგებას;
  • ზედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში - პროთეზის შერჩევას, დამზადებას და მორგებას;
  • ორთეზების შერჩევას, დამზადებას და მორგებას;
  • თვალის პროთეზის (სტანდარტული ან ინდივიდუალური) შერჩევა/დამზადება და მორგება (თვალის ღრუს ეგზოპროთეზირება);
  • ინდივიდუალური ტრენინგებისა და სპეციალური სწავლების ჩატარებას ბენეფიციართათვის გადაცემული საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის უსაფრთხო და ხანგრძლივი ექსპლუატაციის მიზნით.

ვის უნდა მიმართოთ საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მისაღებად?

დამხმარე საშუალებების მისაღებად განცხადებით სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მომართოთ. ამასთან,  განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის შემთხვევაში კი - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
  • შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი (გარდა თვალის პროთეზისა და 3 წლამდე ასაკის ბავშვების ორთეზის საჭიროებისას);
  • თვალის პროთეზის შემთხვევაში სამედიცინო ფორმა 100/ა, ხოლო სხვა საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის შემთხვევაში სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა №IV-50/2, სადაც მითითებული იქნება საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება შესაბამისი საქონლის (მომსახურების) სახეობის მითითებით.

თუ განმცხადებელი კანონიერი წარმომადგენელი ან მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

  • კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
  • კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;
  • ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება?

სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური კომისია, საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებით უზრუნველყოფის თაობაზე შემოსულ განცხადებებს დადგენილი წესით განიხილავს.  კომისიის გადაწყვეტილება, ბენეფიციარებს ერთი კვირის ვადაში, წერილობით ეცნობებათ. ასევე, დამატებით ეცნობებათ დამხმარე საშუალების გამცემი ორგანიზაციის რეკვიზიტები.

რა თანხას მოიცავს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა  საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით  უზრუნველყოფის დაფინანსება?

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების შესაძენად და შესაბამისი მომსახურებით უზრუნველსაყოფად ბენეფიციარზე გაიცემა ვაუჩერი.

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების ღირებულების ანაზღაურებისთვის განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტები პროდუქციის (მომსახურების) შესაბამისი სახეობების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის  100%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;
  • სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
  • „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;
  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
  • „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს.

დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 90 %-ით.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ