შშმ პირებისათვის

სავარძელ - ეტლებით უზრუნველყოფა

თარიღი: 2018-06-21

სავარძელ-ეტლების მიმღებ  სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები), ამასთან, ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში, 14 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები/ბავშვები.

ვის უნდა მიმართოთ სავარძელ-ეტლის ან საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების მისაღებად?

დამხმარე საშუალების მისაღებად (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელა/ მინდობით აღმზრდელმა) განცხადებით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ან რაიონულ განყოფილებას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას),
  • შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი,
  • შშმ პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სავარძელ-ეტლის საჭიროება,
  • ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში),

შენიშვნა: „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

თუ განმცხადებელი შშმ პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

  • კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი,
  • პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი,

 განცხადების განხილვა და საკითხის გადაწყვეტა

სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური კომისია დადგენილი წესით განიხილავს სააგენტოში შემოსულ განცხადებებს სავარძელ-ეტლით უზრუნველყოფის თაობაზე და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, გაცნობებთ წერილობით. თუ თქვენი თხოვნა დაკმაყოფილდება, სოციალური მომსახურების სააგენტო წერილთან ერთად გადმოგცემთ ვაუჩერს და იმ ორგანიზაციების რეკვიზიტებს სადაც შესძლებთ ვაუჩერის სანაცვლოდ სავარძელ-ეტლის მიღებას.

 შენიშვნა: თუ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში ვაუჩერს არ წარუდგენთ დამხმარე საშუალების გამცემ, თქვენს მიერ არჩეულ ორგანიზაციას, კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად.

 რა თანხას ფარავს სავარძელ-ეტლის ვაუჩერი?

საქონლის (მომსახურების) ღირებულების  ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში შეადგენს 560 ლარს, ხოლო ელექტროსავარძელ-ეტლის შემთხვევაში - 3580 ლარს.

 ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) - მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ითფინანსდებიან:

  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები,
  • სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები,
  • „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები,
  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები,
  • „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს.

დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 80%-ის ფარგლებში,საქონლის (მომსახურების) - მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 80%-ით.

ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) - ელექტროსავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით.

სავარძელ-ეტლის ვაუჩერით გათვალისწინებული მომსახურებები

სავარძელ-ეტლის ვაუჩერი ასევე, ფარავს შემდეგი სახის მომსახურებას:

  • ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით სავარძელ-ეტლების ბენეფიციარზე მორგებას საჯდომის სიგანის, საზურგის სიმაღლის, ფეხის დასადების მიხედვით (საჭიროების შემთხვევაში - სავარძელ-ეტლთან ერთად გაიცემა ნაწოლებისგან დამცავი სპეციალური ბალიში),
  • სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას,
  • გაცემული სავარძელ-ეტლების საგარანტიო მომსახურებას მინიმუმ 24 თვის განმავლობაში,
  • საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული სავარძელ-ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული ბენეფიციარის მიზეზით) - მის უფასო შეცვლას, თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში;

ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში, დამატებით:

  • ელექტრო სავარძელ-ეტლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგებას და გადაცემას ბენეფიციარის საცხოვრებელ ადგილზე,
  • მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდისა და ხელის დასადების დამონტაჟებას,
  • სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარებას,
  • ელექტრო სავარძელ-ეტლის სახელმძღვანელოს.

შენიშვნა: წლის პროგრამის ფარგლებში, ერთ პირზე გაიცემა მხოლოდ ერთი მექანიკური ან ელექტრო სავარძელ-ეტლი.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti