mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - შშმ პირებისათვის

შშმ პირებისათვის

სოციალური პაკეტი

თარიღი: 2013-04-15

ვის ენიშნება და რა თანხით განისაზღვრება სოციალური პაკეტი?

სოციალური პაკეტი ენიშნებათ:

- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:

• „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი - 524 ლარის ოდენობით;
• „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი - 424 ლარის ოდენობით;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მარტოხელა მშობელს - 324 ლარის ოდენობით;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 253 ლარის ოდენობით;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 224 ლარის ოდენობით;
• სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 224 ლარის ოდენობით;
• მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - 202 ლარის ოდენობით;
• მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 202 ლარის ოდენობით;
• პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში - მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 187 ლარის ოდენობით;
• სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს - 180 ლარის ოდენობით;

- მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:

• „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი- 444 ლარის ოდენობით;
• „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი-344 ლარის ოდენობით;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მარტოხელა მშობელს - 244 ლარის ოდენობით;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 203 ლარის ოდენობით;
• სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს-158 ლარის ოდენობით;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 144 ლარის ოდენობით;
• მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს-122 ლარის ოდენობით;
• მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს-122 ლარის ოდენობით;
• პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში-მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს-107 ლარის ოდენობით;
• სხვა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს-100 ლარის ოდენობით;

- ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:

• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს-144 ლარის ოდენობით;
• სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს-134 ლარის ოდენობით;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს:
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს-224 ლარის ოდენობით;
• სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს-202 ლარის ოდენობით;
• პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს-187 ლარის ოდენობით;
• სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს-180 ლარის ოდენობით;
- ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი-100 ლარი;

- მარჩენალის გარდაცვალების გამო:

• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შვილებს 18 წლის ასაკამდე-144 ლარის ოდენობით;
• სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შვილებს 18 წლის ასაკამდე-122 ლარის ოდენობით;
• პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შვილებს 18 წლის ასაკამდე-107 ლარის ოდენობით;
• სხვა თითოეულ მარჩენალდაკარგულს-100 ლარი;

- სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებს:

• „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი-344 ლარის ოდენობით;
• „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი-244 ლარის ოდენობით;
• მარტოხელა, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შრომისუუნარო მშობელს-144 ლარის ოდენობით;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს-44 ლარის ოდენობით;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის შრომისუუნარო მშობელს, შრომისუუნარო მეუღლეს, შრომისუუნარო შვილს-44 ლარის ოდენობით;
• სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და და მოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს-22 ლარის ოდენობით;
• სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრების, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის შრომისუუნარო მშობელს, შრომისუუნარო მეუღლეს, შრომისუუნარო შვილს-22 ლარის ოდენობით;
• სამხედრო ძალების ვეტერანებს საპენსიო ასაკის მიღწევისას-22 ლარის ოდენობით;
• პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში შრომისუუნარო მშობელს, შრომისუუნარო მეუღლეს, შრომისუუნარო შვილს-7 ლარის ოდენობით;

- პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს:

• პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეები-122 ლარის ოდენობით;
• სხვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს-107 ლარის ოდენობით.

რა სახის შეზღუდვები არსებობს სოციალური პაკეტის მიღებაზე?

დაუშვებელია:
• ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღება;
• სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტი) ან სახელმწიფო კომპენსაციის (გარდა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებთათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტისა) მიღება;
• სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.
საჯარო საქმიანობა წარმოადგენს - საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებებისა და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებლებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, რომლის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოციალური მომსახურების სააგენტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, შეთანხმებული ფორმატით.
  ამასთან, საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, სოციალური პაკეტის მიღების უფლებას არ ზღუდავს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა.

ვის უნდა მიმართოთ სოციალური პაკეტის დასანიშნად?

სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადება უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მიუხედავად თქვენი რეგისტრაციის ადგილისა.

რა საბუთებია საჭირო სოციალური პაკეტის მისაღებად?

სოციალური პაკეტის მისაღებად განცხადებას თან უნდა დაერთოს:

- ყველა კატეგორიის სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, ბავშვის შემთხვევაში-დაბადების მოწმობა, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში-აგრეთვე მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი).

- ქმედუუნარო პირის შემთხვევაში:
• მშობლის ან მეურვის/მზრუნველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

- უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში:
• საინფორმაციო ბარათი, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მიერ, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრება და ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.

- საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში:
• სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ.
- უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა:
• ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში:
• შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.

- მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში:
• მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა.
- ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო მისი მშობლისათვის, მეუღლისათვის, შვილისათვის სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში:
• მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა;
• საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფის ვეტერანებისსაქმეთა სახელმწიფო სამსახური (შემდგომში-ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი) მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა (მშობლის შემთხვევაში);
• ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში);
• დაბადების მოწმობა (შვილის შემთხვევაში).

- ომის მონაწილის შემთხვევაში:
• ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

- ომის ინვალიდის შემთხვევაში:
• ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან.

- პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში:
• სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ;

-პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო მისი მშობლისათვის, მეუღლისათვის, შვილისათვის სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში:
• გარდაცვალების მოწმობა;
• სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ;
• გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა (მშობლის შემთხვევაში);
• ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში);
• დაბადების მოწმობა ან სასამართლო გადაწყვეტილება (შვილის შემთხვევაში).

- მარტოხელობის შემთხვევაში:
• დაბადების მოწმობა;
• ქორწინების მოწმობა (ასეთის არსებობისას);
• შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობები (ასეთის არსებობისას).
• მარტოხელობის შემთხვევაში - დაბადებისს მოწმობა, ქორწინების მოწმობა(ასეთის არსებობისას), შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობები(ასეთის არსებობისას).


როდის ხდება სოციალური პაკეტის დანიშვნა?

  სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტო განიხილავს განცხადებას და გადაწყვეტილებას სოციალური პაკეტის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.
სოციალური პაკეტი ინიშნება:
• განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;
• სოციალური პაკეტის უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.

როგორ ხდება სოციალური პაკეტის გაცემა?

  სოციალური პაკეტი გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. სოციალური პაკეტის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემლის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ბენეფიციარის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

რა არის სოციალური პაკეტის შეჩერებისა და განახლების საფუძველი?

სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძველია:
- ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში;
- როდესაც საბანკო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება;
- როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევებში სოციალური პაკეტი განახლდება განახლების თაობაზე, განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
- პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, ამ შემთხვევაში სოციალური პაკეტი განახლდება ბენეფიციარის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას, სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში,სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. ამ შემთხვევაში სოციალური პაკეტი განახლდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენისას სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.
სოციალური პაკეტის განახლება ხდება, განახლების თაობაზე, განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს, ერთი წლისა, სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან.

რა არის სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველი?

სოციალური პაკეტის შეწყვეტა ხდება:
• პირადი განცხადებით;
• საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა;
• სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება;
• უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
• საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
• ბენეფიციარის გარდაცვალებისას;
• სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;
• მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას;
• სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას;
• შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;
• ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას;
• სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts