mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ოჯახისათვის

ოჯახისათვის

ხანდაზმულთა პანსიონატი

თარიღი: 2011-11-27

გსურთ ხანდაზმულთა პასნიონატში ჩარიცხვა ?

  საქართველოს მოქალაქე მამაკაცი 65 წლის და ქალბატონი 60 წლის შესრულების შემდეგ, შესაძლებელია ჩაირიცხოს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თბილისის ან ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებში. მოქალაქეთა ჩარიცხვა ხანდაზმულთა პანსიონატში ხდება რიგითობის პრინციპით.

ვის უნდა მიმართოთ ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში ?

  ხანდაზმულთა პანსიონატებში ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას, შეავსოთ სპეციალური ფორმის განცხადება და წარმოადგინოთ „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #52/ნ ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაცია:
• პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა);
• ერთი ფოტოსურათი (3X4);
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

  თუ სააგენტოს მიმართავს მოქალაქის კანონიერი წარმომადგენელი, მან უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი და ასევე, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.

როგორ ხდება მომსახურების დაფინანსება ?

  ხანზამულთა პანსიონატების მომსახურების დაფინანსება განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვარის N22 დადგენილებით.
"სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა პანსიონატში ჩარიცხვის დროისათვის:
• არ აღემატება 57 000 ქულას, გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად თვეში 600 ლარის ოდენობით;

• 57 001 ქულიდან 70 001 ქულამდე გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ თვეში 510 ლარის ოდენობით, ხოლო ბენეფიციარი თანადაფინანსებისათვის გადაიხდის 90 ლარს თვეში;

• 70 001 ქულიდან 100 001 ქულამდე გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ თვეში 510 ლარის ოდენობით, ხოლო ბენეფიციარი თანადაფინანსებისათვის გადაიხდის 150 ლარს თვეში .

ვინ არ ექვემდებარება ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვას ?

  ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხავს არ ექვემდებარებიან პირები:

• მწვავე ინფექციური დაავადებით;
• ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
• აქტიური სიფილისით;
• კანის გადამდები დაავადებით;
• თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
• ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით;
• რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts