mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ოჯახისათვის

ოჯახისათვის

რეინტეგრაცია

თარიღი: 2011-12-13

რას გულისხმობს რეინტეგრაცია ?

  რეინტეგრაციის მიზანია ბავშვთა სახლებიდან ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების ხელშეწყობა. რეინტეგრაციის შემთხვევაში, ხდება ოჯახის სოციალური ფუნქციონირების ამაღლება, მისი გაძლიერება და ბავშვის ინსტიტუციაში დაბრუნების რისკის მინიმუმამდე შემცირება.

ვინ ექვემდებარება რეინტეგრაციას ?

  რეინტეგრაციას ექვემდებარება ბავშვი, რომელიც იმყოფება ბავშვთა სახლში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ან მინდობით აღზრდაში, უბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახს და ეძლევა როგორც ფინანსური დახმარება, ასევე ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული სხვა ტიპის სოციალური დახმარებები.

გსურთ ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ?

  მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) პირადი განცხადებით, ბავშვის დაბრუნების თაობაზე.
  ოჯახისა და ბავშვის პირველადი და სრული შეფასების (25 დღე) საფუძველზე, გამოიკვეთება ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეფასების დასკვნას, რეკომენდაციით (ოჯახში დაბრუნების თაობაზე), განიხილავს მეურვეობა-მზრუნველობის რეგიონული საბჭო და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ბავშვის ოჯახში დაბრუნების თაობაზე.

როგორ ხდება რეინტეგრაციის დაფინანსება ?

  ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისას, სახელმწიფო მშობელს უხდის რეინტეგრაციის შემწეობას ჯანმრთელი ბავშვის შემთხვევაში - 90 ლარის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის შემთხვევაში - 130 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, რეინტეგრირებულ ბავშვს ეძლევა სამედიცინო დაზღვევა, საჭიროების შემთხვევაში დღის ცენტრის მომსახურება, კვების ვაუჩერი. აგრეთვე, როგორც რეინტეგრირებულ ბავშვს, ასევე, მის მშობელს, ეძლევა პროფესიული გადამზადებისა და შემდგომ დასაქმების საშუალება.
  რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან, რომელიც ახორციელებს ბავშვის მდგომარეობის შეფასების კონტროლს. ბიოლოგიურმა მშობლებმა უნდა განახორციელონ სოციალური მუშაკის მიერ გაწერილი ინდივიდუალური განვითარების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts