canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ოჯახისათვის

ოჯახისათვის

მინდობით აღზრდა

თარიღი: 2011-12-13

რა არის მინდობით აღზრდა ?

  მინდობით აღზრდა სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფაა.

ვინ ექვემდებარება მინდობით აღზრდას ?

  მინდობით აღზრდას ექვემდებარება:

• მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან შვილად აყვანა ვერ ხერხდება;
• ბავშვის დატოვება მშობელთან/მეურვესთან/მზრუნველთან ბავშვისთავის საზიანოა და ამის თაობაზე მშობელი/მეურვე/მზრუნველი მიმართავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;
• მშობლის/მშობლების უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან იცხოვროს ბავშვმა, შეზღუდულია და ბავშვი უნდა განთავსდეს თავისი ოჯახის გარეთ;
• მშობელს/მშობლებს ჩამოერთვათ ან შეეზღუდათ მშობლის უფლება-მოვალეობები და ბავშვი უნდა განთავსდეს თავისი ოჯახის გარეთ.

ვის შეუძლია ბავშვის მინდობით აღზრდა ?

  ბავშვის მინდობით აღზრდა შეუძლია:

• საქართველოს მოქალაქეს;
• საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირს;
• საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს;
გარდა პირებისა:

• რომლებიც სასამართლომ სცნო ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
• რომელთაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვთ მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები;
• რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (სამინისტროს მიერ დამტკიცებული დაავადებათა სიის მიხედვით), არ შეუძლიათ ბავშვის აღზრდა;
• რომელიც თავად ან ოჯახის წევრი არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლება არ აქვთ მოხსნილი;
• მინდობით აღსაზრდელის მშობლის, მეურვის/მზრუნველისა, რომლებსაც აკისრიათ ამ ბავშვის რჩენის ვალდებულება;
• რომელსაც ჩამორთმეული აქვთ მინდობით აღზრდის უფლება.

გსურთ ბავშვის მინდობით აღზრდა? (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდა) ?

უნდა მომართოთ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სოციალური მუშაკი მოახდენს ბავშვის საჭიროებებისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შემოწმებას. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას მიიღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

როგორ ხდება დედობილ/მამობილის ფინანსური უზრუნველყოფა ?

  დედობილის/მამობილის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით და ოდენობით:

• ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ჯანმრთელი ბავშვისათვის - თვეში 200 ლარი;
• არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ჯანმრთელი ბავშვისათვის - ერთი კალენდარული დღისთვის 15 ლარი;
• ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისათვის - თვეში 300 ლარი;
• არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის - ერთი კალენდარული დღისთვის 20 ლარი;
• გადაუდებელი მინდობით აღზრდისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის) - ერთი კალენდარული დღისთვის 20 ლარი.

შენიშვნა:

  10 წელს მიღწეული ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით. დაუშვებელია და-ძმის დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს. მინდობით აღსაზრდელსა და დედობილ/მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 15 წელი.
   მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის მდგომარეობას ამოწმებს სოციალური მუშაკი: პირველი თვის განმავლობაში - თვეში 4-ჯერ, ხოლო შემდგომი თვეების განმავლობაში - მინიმუმ ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari