mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა

თარიღი: 2011-12-23

რა არის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ?

აღნიშნული პროგრამის მიზანია მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

ვინ არის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე ?

 პროგრამის მოსარგებლენი არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები.

რას მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ?

დიაბეტის მართვა:
• დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურებას;
• დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა (ბავშვები და მოზრდილები) მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
• უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა (ბავშვები და მოზრდილები) მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივად ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა:
• ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
• ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა;
• მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
• მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემიით (ბრუტონის დაავადება) დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
• ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ზრდის ჰორმონით უზრუნველყოფა.
პროგრამის მოსარგებლეები:
• ჰემოფილიით დაავადებული ბავშვები და მოზრდილები;
• მუკოვისციდოზით დაავადებული ბავშვები და მოზრდილები;
• სომატოტროპული ჰორმონის დეფიცის მქონე ბავშვები და მოზრდილები;
• ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები (18 წლამდე);
• მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინნემიით (ბრუტონის დაავადება ) დაავადებული ბავშვები (18 წლამდე).

დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია:
• ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა .
ნარკომანია:
• ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების უზრუნველყოფა.

ვის უნდა მიმართოთ სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად ?

  პროგრამის მოსარგებლეებისათვის მედიკამენტებისა მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.

   მოსარგებლეებმა გარდა "ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის" და "ნარკომანიის" პროგრამებისა ვაუჩერის მისაღებად უნდა მიმართონ სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს განცხადებით რომელსაც თან უნდა დაურთოთ:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, მუდმივი ბინადრობის მოწმობა);
• ფორმა №IV-100/ა.
• წარმომადგენლის მომართვისას - დამატებით, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

როგორ ხდება სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ ) ?

 პროგრამის მოსარგებლეთათვის აღნიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე).

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts