ბავშვებისათვის

რეინტეგრაცია

თარიღი: 2019-02-05

რას გულისხმობს რეინტეგრაცია ?

რეინტეგრაციის მიზანია ბავშვთა სახლებიდან ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების ხელშეწყობა. რეინტეგრაციის შემთხვევაში, ხდება ოჯახის სოციალური ფუნქციონირების ამაღლება, მისი გაძლიერება და ბავშვის ინსტიტუციაში დაბრუნების რისკის მინიმუმამდე შემცირება.

ვინ ექვემდებარება რეინტეგრაციას ?

რეინტეგრაციას ექვემდებარება ბავშვი, რომელიც იმყოფება ბავშვთა სახლში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ან მინდობით აღზრდაში, უბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვე/მზრუნველს და ეძლევა როგორც ფინანსური დახმარება, ასევე ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული სხვა ტიპის სოციალური დახმარებები.

როგორ ხდება ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება?

მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) პირადი განცხადებით, ბავშვის დაბრუნების თაობაზე.

ოჯახისა და ბავშვის შეფასების (25 დღე) საფუძველზე, გამოიკვეთება ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეფასების დასკვნას (რეკომენდაციით - ოჯახში დაბრუნების თაობაზე)  მეურვეობა-მზრუნველობის რეგიონული საბჭო განიხილავს და ბავშვის ოჯახში დაბრუნების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორ ხდება რეინტეგრაციის დაფინანსება ?

ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისას, სახელმწიფო მშობელს, მეურვე/მზრუნველს, უხდის რეინტეგრაციის შემწეობას ჯანმრთელი ბავშვის შემთხვევაში - 100 ლარის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის შემთხვევაში - 160 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, რეინტეგრირებული ბავშვი სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით, საჭიროების შემთხვევაში-დღის ცენტრის მომსახურებით, კვების ვაუჩერით. აგრეთვე, როგორც რეინტეგრირებულ ბავშვს, ასევე, მის მშობელს, ეძლევა პროფესიული გადამზადებისა და შემდგომ დასაქმების საშუალება.

რეინტეგრირებული ბავშვის ბიოლოგიური ოჯახი, მეურვე/მზრუნველი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან, რომელიც ბავშვის მდგომარეობის შეფასებას კონტროლს უწევს. ბიოლოგიურმა მშობლებმა, მეურვეებმა/მზრუნველებმა სოციალური მუშაკის მიერ გაწერილი ინდივიდუალური განვითარების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა განახორციელონ. 

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ