canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

მცირე საოჯახო ტიპის სახლი

თარიღი: 2011-11-28

რა მომსახურებას ითვალისწინებს მცირე-საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა?

ქვეპროგრამის ამოცანაა მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდა.

ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
• 24-საათიანი მომსახურების მიწოდება მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
• მინიმუმ სამჯერადი კვება, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
• ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;
• ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფა;
• ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლება (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვ.);
• პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;
• აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ბავშვის თავისუფალი დროის სწორი და მიზნობრივი ორგანიზება;
• კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვა;
• საჭიროების შემთხვევაში - ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
• პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზება;
• ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა სოციალური მუშაკების მიერ პერიოდული ვიზიტებისა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესების მეშვეობით;
• ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;
• საქართველოს კურორტებზე, ზედიზედ არანაკლებ 12 დღის განმავლობაში, 10 ბავშვზე არანაკლებ 2 მომვლელის თანხლებით ჯგუფური დასვენების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:

- შესაბამის კურორტამდე და უკან ტრანსპორტირებას და დასვენების ადგილზე კეთილმოწყობილი და ადაპტირებული საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
- მინიმუმ სამჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებში ჩართვას;
- საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას.
• შშმ ბავშვის შემთხვევაში საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება დამატებით მოიცავს:
- ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;
- დამატებითი პერსონალის (მომვლელის) მიერ ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
- შშმ ბავშვთა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას.

ვის შეუძლია ისარგებლოს მცირე-საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის მომსახურებით?
 ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი:
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 6-იდან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება. ასევე, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები 18 წლის ასაკს გადაცილებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლეები.
მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ არა უმეტეს ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა:

ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეული

ლიმიტი

1

. თბილისი

128

2

. რუსთავი

16

3

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

18

4

მცხეთა მუნიციპალიტეტი

20

5

დუშეთის მუნიციპალიტეტი

8

6

. ქუთაისი

36

7

ხონის მუნიციპალიტეტი

10

8

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

8

9

საჩხერის მუნიციპალიტეტი

8

10

. ბათუმი

8

11

თელავის მუნიციპალიტეტი

25

12

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

10

13

ახმეტის მუნიციპალიტეტი

8

14

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

16

15

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

8

16

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

16

17

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

8

18

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

8

19

გორის მუნიციპალიტეტი

10

20

ხაშურის მუნიციპალიტეტი 

30

სულ

 

399

 

ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

-ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 283 000 ლარით.
-მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის შეადგენს დღეში 20 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის - დღეში 17 ლარს.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari