canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

დღის ცენტრი

თარიღი: 2011-11-28

რას მოიცავს დღის ცენტრით მომსახურება?
ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა და მიტოვების პრევენცია.
ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
• ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) მომსახურება ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
• ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;
• ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
• ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;
• ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების სწავლება;
• საჭიროების შემთხვევაში - ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
შშმ პირების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების) შემთხვევაში დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:
• ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას (ბენეფიციარის ტრანსპორტირებას ან სამგზავრო ხარჯების დაფინანსებას, რომელიც დადასტურებული იქნება ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით);
• წლიური ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის პროგრამის შედგენას (ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), განხორციელებას და განახლებას;
• შშმ ბავშვთა ხელშეწყობას ინკლუზიური განათლებისათვის.
მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:
• ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 6 საათის განმავლობაში მომსახურებას;
• ბენეფიციარის ფსიქო-მოტორული განვითარების და სოციალური უნარების შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს შეფასების ინსტრუმენტსა და ბავშვთან მუშაობის გზამკვლევს;
• ბენეფიციარის შეფასება და რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შემუშავება/განხორციელება ხდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, შემდეგი სპეციალისტების ჩართულობით: ფსიქოლოგი, პედიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური განათლების მასწავლებელი, მომვლელი;
• ფსიქოლოგიური მომსახურების და ოკუპაციური თერაპიის უზრუნველყოფას დღის ცენტრის ფარგლებში;
• ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;
• ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
• ბენეფიციართა ქცევითი დარღვევების შეფასებას და ქცევის მართვის სპეციალიზებული გეგმის შემუშავებას და განხორციელებას. მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას ბავშვის ქცევის სწორად მართვის მიზნით. (რთული ქცევის მართვის პროგრამაში მონაწილეობენ დღის ცენტრის თანამშრომლები, მშობლები, ბენეფიციარის განვითარების პროცესში ჩართული სხვა პირები. რთული ქცევის მართვის პროგრამა დგება ქცევის გამოვლენიდან 30 დღეში. პროგრამის გადასინჯვა ხორციელდება 3 თვეში ერთხელ);
• ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ტრანსპორტით უზრუნველყოფას.

ვის შეუძლია დღის ცენტრით სარგებლობა?

• 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კატეგორიას და რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში". ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასებით დადგენილი სარეიტინგო ქულა დღის ცენტრის მომსახურებაში ბავშვის ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის დღისთვის არ უნდა აღემატებოდეს 100 000-ს. ასევე, ამავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, რომლებიც არ განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა კატეგორიას და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 580-ს;
• 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 618-ს;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 446-ს;
• 6-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (მათ შორის, ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში). ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 66-ს. ამასთან, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარებს არ შეუძლიათ ერთდროულად ისარგებლონ სხვადასხვა განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისთვის გათვალისწინებული მომსახურებით.

გსურთ დღის ცენტრით სარგებლობა?

მიაკითხეთ სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:
• მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
• მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) - იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი რეგიონული საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე 12 თვის განმავლობაში არ იყო ამ მომსახურების ბენეფიციარი, მიუხედავად მომსახურების მიღების ხანგრძლივობისა;
• მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურების მისაღებად დამატებით სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა №IV-50/2.

როგორ ხდება ქვეპროგრამის დაფინანსება?

  ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.
შენიშვნა: სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრის გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად - დღეში 18 ლარის ოდენობით;

ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომლის ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო. ამასთან, ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელზედაც იქნა გაცემული.

ადმინისტრაციულ-

ტერიტორიული

ერთეული

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

1

ქ. თბილისი

238

180

300

50

2

ქ. ქუთაისი

50

61

44

16

3

ქ. რუსთავი

29

14

38

 

4

ქ. ბათუმი

-

45

 

 

5

გორის მუნიციპალიტეტი

60

30

 

 

6

ქარელის მუნიციპალიტეტი

-

15

 

 

7

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

-

25

 

 

8

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

-

15

 

 

9

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

-

40

 

 

10

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

30

25

 

 

11

თელავის მუნიციპალიტეტი

-

20

31

 

12

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

-

 

33

 

13

ქ. ფოთი

-

25

 

 

14

ქ. ზუგდიდი

40

14

 

 

15

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

-

20

 

 

16

ქ. მცხეთა

-

20

 

 

17

თიანეთის მუნიციპალიტეტი

30

-

 

 

18

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

24

-

 

 

19

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

45

-

 

 

20

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

24

-

 

 

21

ასპინძის მუნიციპალიტეტი

10

-

 

 

22

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

 -

20

 

 

23

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

 -

15

 

 

24

საჩხერის მუნიციპალიტეტი

 -

19

 

 

25

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

 

სულ ბენეფიციარი

580

618

446

66

 

დღის ცენტრიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:
• საკუთარი სურვილით, არასრულწლოვანის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
• შშმ სტატუსის გაუქმების ან ვადის ამოწურვისას (შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში);
• სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას (იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ აქვს შშმ პირის სტატუსი);
• ბენეფიციარზე გაწეული მომსახურების დაფინანსებისთვის სააგენტოსათვის ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის წარუდგენლობა, გარდა შესაბამისი დღის ცენტრის ფუნქციონირების დროებით შეჩერების (საზაფხულო არდადეგები ან/და რეაბილიტაციის მიზნით დახურვა) შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, სააგენტოს და სამინისტროს.

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari