canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

საერთაშორისო გაშვილება

თარიღი: 2011-11-28

როდის ხდება საერთაშორისო გაშვილება ?

  საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ.

ვინ ექვემდებარება საერთაშორისო გაშვილებას ?

  უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია საქართველოდან იშვილოს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში ვერ იშვილა საქართველოს მოქალაქემ.

რა დოკუმენტებია საჭირო უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილებისას ?

  ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ ბავშვის ასაყვანად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ორგანოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• განცხადება ბავშვის შვილად აყვანის თაობაზე;
• მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს;
• საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა) ასლი;
• ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
• სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა;
• ნასამართლობის შესახებ ცნობა;
• უცხო ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე მომუშავე უფლებამოსილი
• ორგანოს მიერ ჩატარებული მშვილებელი ოჯახის კვლევა;
• უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა შვილად აყვანის თაობაზე;
• სხვა დოკუმენტები (სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე).

განცხადებაში შვილად აყვანის მსურველმა უნდა მიუთითოს შვილად ასაყვანი ბავშვის სქესი, ასაკი და ბავშვის შესახებ შემდეგი მონაცემები:

• ჯანმრთელობის მდგომარეობა;
• ბავშვის წარმომავლობა;
• რელიგია;
• სხვა.

შენიშვნა:

• ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული.
• თუ უცხოელი მშვილებელი არ განაცხადებს წერილობით თანხმობას შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე ცენტრალური ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მოხდება გასაშვილებელი ბავშვის სხვა მშვილებელ პირზე/პირებზე შეთავაზება.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari