canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

მეურვეობა–მზრუნველობის დაწესება

თარიღი: 2011-11-28

რა შემთხვევაში უწესდება ბავშვს მეურვეობა/მზრუნველობა ?

 არასრულწლოვან ბავშვებს მეურვეობა და მზრუნველობა უწესდებათ მათი აღზრდის მიზნით, პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
 მეურვეობა წესდება ბავშვზე, რომელსაც არ მიუღწევია შვიდი წლის ასაკისთვის, მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე.
 ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც:
• სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ;
• შეჩერებულია მშობლის უფლებები და მოვალეობები;
• გარდაცვლილია ბავშვის ორივე მშობელი;
• ბავშვისათვის დანიშნული მეურვე გარდაიცვალა ან მას თავისი ფუნქციები ჩამოერთვა;
• სასამართლო ბავშვს მიტოვებულად აღიარებს;
• მშობელი ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული.

რა შემთხვევაში უწესდება სრულწლოვან პირს მეურვეობა/მზრუნველობა ?

• მეურვეობა წესდება პირზე, რომელიც სასამართლოს მიერ აღიარებულია ქმედუუნაროდ სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო.
• მზრუნველობა წესდება აგრეთვე სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე მისი თხოვნით, თუ მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი.
• მეურვეობა და მზრუნველობა წესდება აგრეთვე იმ სრულწლოვანი პირის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი.
• მზრუნველობა უწესდება ასევე, პირს, რომელიც სასამართლომ აღიარა შეზღუდულ ქმედუნარიანად. პირზე, რომელიც ეძალება ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რის გამოც თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.

  განცხადება მოქალაქის შუზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ამ მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო, თუ ეს პირი მოთავსებულია ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ - სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

ვინ არ შეიძლება დაინიშნონ მეურვედ ან მზრუნველ პირად ?

  მეურვედ ან მზრუნველად არ შეიძლება დაინიშნოს:
• პირი, რომელსაც არ მიუღწევია თვრამეტი წლის ასაკისათვის;
• პირი, რომელიც სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ;
• პირი, რომელსაც ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლება მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო;
• მშვილებელი, თუ შვილად აყვანა გაუქმდა იმის გამო, რომ იგი ჯეროვნად არ ასრულებდა მშვილებლის მოვალეობებს;
• პირი, რომელიც განთავისუფლებულია მეურვის ან მზრუნველის მოვალეობისაგან იმის გამო, რომ იგი ჯეროვნად არ ასრულებდა ამ მოვალეობას.

რა არის მეურვისა და მზრუნველის მოვალეობანი ?

- მეურვე და მზრუნველი მოვალე არიან, იცხოვრონ სამეურვეო (სამზრუნველო) არასრულწლოვან პირთან ერთად. ცალკეულ შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით, შეიძლება მზრუნველისა და სამზრუნველო პირის ცალ-ცალკე ცხოვრება, თუ აღნიშნული ორგანო მივა იმ დასკვნამდე, რომ მათი ცალ-ცალკე ცხოვრება უარყოფით გავლენას არ მოახდენს სამზრუნველო პირის აღზრდაზე, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.
- ბავშვის მეურვე და მზრუნველი ვალდებული არიან, შეასრულონ მათთვის დაკისრებული მშობლის მოვალეობები.
- მეურვე და მზრუნველი მოვალე არიან, იზრუნონ სამეურვეო (სამზრუნველო) პირის რჩენისათვის, შეუქმნან მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყონ მოვლითა და მკურნალობით, დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები.
- სულით ავადმყოფის მეურვე მოვალეა, თვალ-ყური ადევნოს სამეურვეო პირის მუდმივ სამედიცინო მომსახურებას.
- მეურვისა და მზრუნველის მოვალეობები სრულდება უსასყიდლოდ.

რა არის მეურვეობის შეწყვეტის საფუძვლები ?

  მეურვეობა შეწყდება:
• თუ გარდაიცვალა სამეურვეო პირი;
• თუ სამეურვეო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია შვიდი წლის ასაკს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის კანონით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის აღიარებული;
• თუ სამეურვეო არასრულწლოვანი პირის, რომელსაც არ შესრულებია შვიდი წელი, მშობელს აღუდგა მშობლის უფლებები და მოვალეობები;
• თუ ქმედუუნაროდ აღიარებული სამეურვეო პირი სასამართლომ ცნო ქმედუნარიანად.
მეურვეობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით.

რა არის მზრუნველობის შეწყვეტის საფუძვლები ?

 მზრუნველობა შეწყდება:
• თუ გარდაიცვალა სამზრუნველო პირი;
• თუ სამზრუნველო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია სრულწლოვანებას;
• თუ სამზრუნველო არასრულწლოვანი პირი დაქორწინდა;
• სხვა სამზრუნველო პირების მიმართ - თუ მოისპო მიზეზი,რომელმაც გამოიწვია მზრუნველის დანიშვნა.
მზრუნველობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით.

ვის უნდა მიმართოთ მეურვეობა/მზრუნველობის დასანიშნად ?

  მეურვეობის/მზრუნველობის დასანიშნად უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, რეგისტრირებული ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari