mersin escort mersin escort mersin escort mersin escort mersin escort canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

ბავშვის შვილად აყვანა

თარიღი: 2011-11-28

გსურთ ბავშვის შვილად აყვანა ?

  მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალს, რეგისტრირებული ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დადექით ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირთა აღრიცხვაზე.

ვინ არ შეიძლება იყოს მშვილებელი პირი ?

 ბავშვის მშვილებელი პირი შეიძლება იყოს:

- პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება, ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი პირი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი, ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა პირი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;
- პირი, რომელსაც აღენიშნება შემდეგი დაავადებები:
• ტუბერკულოზი (აქტიური და ქრონიკული) ნებისმიერი ლოკალიზაციის;
• შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში;
• ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას;
• ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები;
• ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი;
• ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხმნამდე;
• ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით მიჩნეულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად;
• ყველა დაავადება და ტრამვა, რომელმაც გამოიწვია მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებაზე.

- პირი რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
-პირი, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რა დოკუმენტებია საჭირო ბავშვის შვილად აყვანისათვის?
• მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს;
• საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა) ასლი;
• ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
• სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა;
• ნასამართლობის შესახებ ცნობა.

რა შეზღუდვები არსებობს ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით ?

  ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი შეზღუდვები:


• აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე;
• აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით, ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ ქმედებაში ხელის შეწყობა;
• აკრძალულია გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლის საჯარო განცხადებით ძებნა ან შეთავაზება. გამონაკლისია საჯარო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შვილად აყვანის საკითხებზე უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოს. ასეთ განცხადებაში არ მიეთითება გასაშვილებელი ბავშვის ვინაობა;
• შვილად აყვანა არ შეიძლება პირობით, ვადის მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით. შვილად აყვანის დროს მშვილებელს უფლება აქვს, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის იურიდიული მომსახურებით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს - მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი - სხვა შესაბამისი აკრედიტებული იურიდიული პირის მომსახურებით;
• მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას, სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა;
• დედინაცვლის/მამინაცვლის მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს არ მოქმედებს დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა;
• დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და-ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;
• უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, შვილად აყვანის პროცედურებში მონაწილეობს, თავისი სურვილისამებრ, როგორც საქართველოს მოქალაქე ან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე.

  მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

ვისზე არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი ?

  შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი.
- გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, გერი.

- შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს - დედობილს ან/და მამობილს - ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა.

- შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან/და ძმა.

- შვილად აყვანის უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნას "შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობა.

შენიშვნა:

  ბავშვის შეთავაზებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა, მშვილებელი ოჯახი/პირი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის აყვანის შესახებ. აღნიშნული ვადის გადაცილება ჩაითვლება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

eskisehir escort izmir escort nigde escort afyon escort alanya escort bodrum escort didim escort erzincan escort preschool crafts