canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

საყოფაცხოვრებო სუბსიდია

თარიღი: 2011-11-28

რა არის საყოფაცხოვრებო სუბსიდია?

  საყოფაცხოვრებო სუბსიდია არის სოციალური შეღავათებით მოსარგებლე პირებისათვის დაწესებული ყოველთვიური ფულადი გასაცემელი, საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროების ხარჯების გასაწევად.

ვის ენიშნება საყოფაცხოვრებო სუბსიდია?

 საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს ქვემოთ მოყვანილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს, შემდეგი ოდენობით;

• მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს - ყოველთვიურად 44 ლარი;
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს - ყოველთვიურად 44 ლარი;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) - ყოველთვიურად 44 ლარი;
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს - ყოველთვიურად 22 ლარი;
• სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - ყოველთვიურად 22 ლარი;
• მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) - ყოველთვიურად 22 ლარი;
• სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას - ყოველთვიურად 22 ლარი;
• ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას დაინვალიდებულ პირებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
• ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
• ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღებ ოჯახებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
• პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს - ყოველთვიურად 7 ლარი;
• ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს - ყოველთვიურად 44 ლარი;
• ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს - ყოველთვიურად 44  ლარი;
• ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს - ყოველთვიურად 22 ლარი.

ვის არ აქვს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება?

  საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება არ აქვთ - ორგანიზებულად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე პირებს და 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ ორგანიზებულად ჩასახლებულ მოსახლეობას, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით იურიდიული პირის მიერ (რომლის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ინფორმაციას აწვდის კომპეტენტურ ორგანოს.

გამორიცხავს სხვა დანამატების მიღების უფლებას საყოფაცხოვრებო სუბსიდია?

  საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება გამორიცხავს შრომითი სტაჟის მიხედვით სახელმწიფო პენსიის დანამატის მიღების უფლებას, ხოლო პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო პენსიის დანამატის მიღება გამორიცხავს საყო-ფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლებას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება 2009 წლის 5 ნოემბრამდე დანიშული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებზე.

ვის უნდა მიმართოთ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად?

  თუ ხართ სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები სახელმწიფო სუბსიდიის დასანიშნად უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
• საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის მოწმობის ასლები, დედნებთან ერთად;
• შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა განხორციელდება პირის მიერ განაცხადის შეტანიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari