canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - ბავშვებისათვის

ბავშვებისათვის

სავარძელ-ეტლებით და საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფა

თარიღი: 2011-11-28

გაქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი?

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საჭიროების მიხედვით, გეკუთვნით:
• მექანიკური სავარძელ-ეტლი;
• ელექტრო სავარძელ-ეტლი;
• უსინათლოთა ხელჯოხი;
• ხელჯოხ/ყავარჯენი;
• ყავარჯენი;
• გადასაადგილებელი ჩარჩო (ჩოჩიალა);
• საპროთეზო-ორთოპედიული საშუალება;
• სმენის აპარატი;
• კოხლეარული იმპლანტი.

გესაჭიროებათ სავარძელ-ეტლი ან საპროთეზო-ორთოპედიული საშუალება?

  შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საჭიროების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოსგან შეუძლია მიიღოს ვაუჩერი, საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებით ან სავარძელ-ეტლით უზრუნველყოფის მიზნით.
შენიშვნა: დამხმარე საშუალებებით (გარდა ორთეზისა) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, თუ წინა წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული ანალოგიური დამხმარე საშუალებების საგარანტიო ვადა არ არის ამოწურული.

ვის უნდა მიმართოთ სავარძელ-ეტლის ან საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების მისაღებად?

  მოთხოვნილი დამხმარე საშუალების მისაღებად აღრიცხვაზე აყვანისათვის (თქვენ ან თქვენმა კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა მიაკითხოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ან რაიონულ განყოფილებას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
- შშმ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
- შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სავარძელ-ეტლის ან საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება;
(ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის - ფორმა №IV-50/2-ის 15.1. გრაფაში მითითებული დიაგნოზი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ივლისის №01-29/ნ ბრძანებით დადგენილი ნორმებს);
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებმა ასევე უნდა წარმოადგინოთ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობის ასლი, ან რეგისტრირებული უნდა იყოთ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში არსებულ საინფორმაციო ბაზაში;
- შშმ პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
- შშმ პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია.

რა დოკუმენტაციაა საჭირო უსინათლოთა ხელჯოხის, ხელჯოხ/ყავარჯენის, ყავარჯენის, გადასაადგილებელი ჩარჩოს (ჩოჩიალა) მისაღებად?

  აღნიშნული დამხმარე საშუალებების მისაღებად, (თქვენ ან თქვენმა კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა მიაკითხოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ან რაიონულ განყოფილებას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
• პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
• პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
• პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

• შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);

• პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №IV-100/ა), სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების საჭიროება შესაბამისი სახეობის მითითებით. (გარდა უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მხედველობადაქვეითებული შშმ იმ პირებისა /ბავშვებისა, რომელთა შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს პირები /ბავშვები არიან უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირები (I ჯგუფის ინვალიდები) ან უსინათლო, ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები).

ვის ენიჭება დამხმარე საშუალებების მიღებაზე უპირატესი უფლება?

  დამხმარე საშუალებების მიღებაზე უპირატესი უფლებით სარგებლობენ:
• ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ორთეზირების საჭიროების მქონე ქვეპროგრამის ბენეფიციარები;
• პირები, რომელთა განცხადებებიც, დამხმარე საშუალებების მიღების მოთხოვნის შესახებ, სხვა პირთა განცხადებებზე ადრეა შემოსული, შემდეგი რიგითობით:
-,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ერთეულს;
- 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები;
- შესაძლებლობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები;
- შესაძლებლობის ზომიერად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები.

ვინ კმაყოფილდება სავარძელ-ეტლებითა და საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით რიგგარეშე?

სავარძელ-ეტლებით და საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით რიგგარეშე კმაყოფილდებიან შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები:
- სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მყოფი პირები;
- ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები.

როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება?

  სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური კომისია დადგენილი წესით განიხილავს სააგენტოში შემოსულ განცხადებებს სავარძელ-ეტლით ან საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებით უზრუნველყოფის თაობაზე და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, გაცნობებთ წერილობით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ვაუჩერს მიიღებთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ასევე, დამატებით გეცნობებათ დამხმარე საშუალებების გამცემი ორგანიზაციების რეკვიზიტები.

შენიშვნა:
თუ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში ვაუჩერს არ წარუდგენთ დამხმარე საშუალების გამცემ თქვენს მიერ არჩეულ ორგანიზაციას, კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად.

რა მომსახურებას ითვალისწინებს მექანიკური სავარძელ-ეტლის ვაუჩერი?

- სავარძელ-ეტლების დამზადებას და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, ბენეფიციარებზე მორგებას;
- საჭიროების შემთხვევაში, სავარძელ-ეტლთან ერთად, ნაწოლებისგან დამცავი სპეციალური ბალიშის გაცემას;
- სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;
- გაცემული სავარძელ-ეტლების საგარანტიო მომსახურებას მინიმუმ 24 თვის განმავლობაში;
- სავარძელ-ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული ბენეფიციარის მიზეზით), მის უფასო შეცვლას, თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართვიდან შვიდი კალენდარული დღის ვადაში.

რა მომსახურებას ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებით უზრუნველყოფა?

- ქვედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში, ქვედა კიდურების პროთეზების შერჩევას, დამზადებას და მორგებას;
- ზედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში, პროთეზის შერჩევას, დამზადებას და მორგებას;
- ორთეზების შერჩევას, დამზადებას და მორგებას;
- საპროთეზო ორთოპედიული ნაწარმის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში საგარანტიო მომსახურებას, მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ფიზიოლოგიურ ცვლილებას, დაავადებას ან ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებას;
- ინდივიდუალური ტრეინინგებისა და სპეციალური სწავლების ჩატარებას, ბენეფიციართათვის გადაცემული საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის უსაფრთხო და შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ექსპლუატაციის მიზნით.

რა თანხას მოიცავს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საპროთეზო-ორთოპედული საშუალების ვაუჩერის დაფინანსება?

  საპროთეზო-ორთოპედული საშუალების ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტები განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის

(მომსახურების) სახეობა

დაფინანსების ლიმიტი
(ლარებით)

I. პროთეზირება

 

1.  ქვედა კიდურის პროთეზირება

 

 პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას

370

 მუხლს ქვედა პროთეზი

 

მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი, ლამინაცური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინარით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე

1280

 მუხლს ქვედა პროთეზი ხის კვანძით-ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1070

 პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას

 

 მოდულური პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ლამინაცური ან თერმოპლასტიური ბუდით

2840

 პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ხის კვანძით-ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1100

მუხლს ზედა პროთეზი

 

მუხლს ზედა პროთეზი მოდულური პროთეზი ლამინაცური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინარით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე

1985

 მუხლს ზედა პროთეზი ხის კვანძით-ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1080

  მოდულური პროთეზი მუხლის სახსრის ამოსახსვრისას ლამინაცური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინარით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე

2300

2. ზედა კიდურის პროთეზირება

 

 იდაყვს ზედა პროთეზი

 

 იდაყვს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაცური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინარით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე

3340

იდაყვს ზედა (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით

385

იდაყვს ქვედა პროთეზი

 

 იდაყვს ქვედა პროთეზი მოდულური პროთეზი ლამინაცური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინარით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე

2120

 იდაყვს ქვედა პროთეზი (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით

210

 ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით

80

 ხელის მტევნის პროთეზი (კოსმეტიკური) პროთეზი უცხოური წარმოების კვანძით

960

II. ორთეზირება

 

 ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

110

 ორთეზი მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

600

 მუხლის ორთეზი

610

 ორთეზი მენჯ-ბარძაყის,მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების ჩართვით

710

 ორთეზი იდაყვს ქვედა

40

 ორთეზი იდაყვის სახსრის ჩართვით

130

 ორთეზი კისრის დონეზე

100

 ორთეზი გულმკერდ-წელის დონეზე

500

 ორთეზი წელის დონეზე

410


• ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;
- სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
- ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;
- სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირები;
- „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000 ერთეულს.

• ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 75%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 75%-ით ფინანსდებიან სხვა კატეგორიის ბენეფიციარები.

რა თანხას მოიცავს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მექანიკური სავარძელ-ეტლის ვაუჩერის დაფინანსება?

  თითოეული ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 300 ლარს. თუმცა, სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირებისათვის ვაუჩერით დაფინანსების ლიმიტი განსხვავებულია.
• ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;
- სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
- ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;
- სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირები;
- „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000 ერთეულს.
• დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 90 %-ით.

რა თანხას მოიცავს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ელექტრო სავარძელ-ეტლის ვაუჩერის დაფინანსება?

• თითოეული ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 3480 ლარს.
• ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე ბენეფიციარები ფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების )ელექტრო სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით.
შენიშვნა: ელექტრო სავარძელ-ეტლის კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 16 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari